რაგბი. ლეგიონი: კონსტანტინე მიქაუტაძის სეზონის პირველი ლელო TOP14-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბიში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი,  მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში შინ "პოს" დაუპირისპირდა და 21:17 გაიმარჯვა.

3 იანვარს გამართულ მატჩში სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მიქაუტაძემ კი მატჩის 50-ე წუთზე ლელო გაიტანა, რაც საბოლოოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

12 ტურის შემდეგ ქართველების "ტულონი" TOP14-ის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული