ქართული ლეგიონი: სამი ლიდერობს, ორი შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშებაში ჯგუფური ეტაპის მეორე წრე დაიწყო.

ყველაზე პრესტიჟულ, "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა რვა გუნდიდან სამი ლიდერია და ორი ჯერაც ინარჩუნებს პლეი ოფში მოხვედრის რეალურ შანსს.

"ემლინ ჩელენჯ კაპზე" კი ორივე "ქართული გუნდი" ლიდერობს და მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

A ჯგუფში საფრანგეთის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" სტუმრად ეთამაშა აუტსაიდერ უელსურ "ოსფრიზს" და 12:21 წააგო. კასტრელებმა ამ მარცხით საგრძნობლად გაიუარესეს სატურნირო მდგომარეობა, მაგრამ პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსს მაინც ინარჩუნებენ. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.

B
ჯგუფში ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" ლიდერობს. ჩვენებურთა გუნდმა შინ მიიღო ინგლისური "ექსეტერი" და 32:20 მოუგო.

ტულონელებს ახლა 15 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარ უელსურ "კარდიფს" ორი ქულით უსწრებენ. ამ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა, სავარაუდოდ, მომდევნო ტურში გაირკვევა, როცა "ტულონი" მეტოქეს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

მიქაუტაძე თადარიგში იყო და მოედანზე 71-ე წუთიდან გამოჩნდა, ჩილაჩავა განაცხადში არ იყო.

C ჯგუფს სათავეში ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" უდგას, თუმცა მის კონკურენტს, ინგლისურ "სარასენზს" მასსავით 15 ქულა დაუგროვდა.

ტულუზელებმა წინა ტურში შინ განცდილი მარცხის გამო ამჯერად სტუმრად სრული რევანში აიღეს ირლანდიურ "ქონოთთან" დაპირისპირებაში - 37:9. მომდევნო ტურში "ტულუზი" "სარასენზს" უმასპინძლებს და სწორედ იმ შეხვედრაში გადაწყდება პირველადგილოსნის ვინაობა. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" D ჯგუფს გათამაშების დასაწყისიდანვე ლიდერობს. მე-4 ტურში "ვულკანებმა" სტუმრად მოუგეს უელსურ "ჰლანეჰლის" - 31:13 და ახლა მეორე ადგილზე მყოფ ინგლისურ "ჰარლიქვინზს" ოთხი ქულით უსწრებენ, რომელმაც შინ დაამარცხა ჯგუფის აუტსაიდერი, დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" - 17:3.

ხინჩაგიშვილი, რომელიც 52-ე წუთზე შეცვალეს, მატჩის არბიტრმა მე-15 წუთზე გაასინბინა, ზირაქაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

E ჯგუფში დრამატულად წარიმართა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" დაპირისპირება შინ ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზთან".

ჩვენებურთა გუნდი, რომელსაც მამუკა გორგოძე კაპიტნობდა, მეტოქეს თითქმის სათადარიგო გუნდით დაუპირისპირდა. მიუხედავად ამისა, მონპელიელები ბოლო წუთებამდე იგებდნენ - 14:8, მაგრამ ლესტერელთა ბოლო იერიში ვერ მოიგერიეს და დამარცხდნენ - 14:15.

შედეგად, "მონპელიე" მეტოქეებს იმდენად ჩამორჩა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.
გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნარიაშვილი განაცხადში არ იყო.

პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს F ჯგუფში მოასპარეზე დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი", რომელმაც მოულოდნელად სტუმრად სძლია ინგლისურ "გლოსტერს" - 16:10. შოტლანდიურ გუნდს ერთი ქულით ჩამორჩება და ასევე აქვს თეორიული შანსი გიორგი ჟღენტის "პერპინიანს".

ჩვენებურის ამ გუნდმა შინ წააგო ჯგუფის ლიდერთან, ირლანდიურ "მანსტერთან" - 17:18. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ჰაინეკენის თასი
A ჯგუფი
ოსფრიზი-კასტრი 21:12, ლენსტერი-ნორსჰემპთონი 9:18
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 13 ქულა, 2. ნორსჰემპთონი - 9, 3. კასტრი - 8, 4. ოსფრიზი - 5.

V ტური
კასტრი-ლენსტერი, ოსფრიზი-ნორსჰემპთონი

B ჯგუფი
გლაზგო-კარდიფი 7:9, ტულონი-ექსეტერი 32:20
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 15 ქულა, 2. კარდიფი - 13, 3. ექსეტერი - 7, 4. გლაზგო - 6.

V ტური
ტულონი-კარდიფი, ექსეტერი-გლაზგო

C ჯგუფი
სარასენზი-ზებრე 64:3, ქონოთი-ტულუზი 9:37
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 15 ქულა, 2. სარასენზი - 15, 3. ქონოთი - 9, 4. ზებრე - 0.

V ტური
ტულუზი-სარასენზი, ქონოთი-ზებრე

D ჯგუფი
ჰლანეჰლი-კლერმონი 13:31, ჰარლიქვინზი-მეტრო რასინგი 17:3
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 15 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 11, 3. ჰლანეჰლი - 6, 4. მეტრო რასინგი - 6.

Vტური
ჰარლიქვინზი-კლერმონი, მეტრო რასინგი-ჰლანეჰლი.

E ჯგუფი
ბენეტონი-ალსტერი 3:35, მონპელიე-ლესტერ ტაიგერზი 14:15
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 18 ქულა, 2. ლესტერი ტაიგერზი - 15, 3. მონპელიე - 6, 4. ბენეტონი - 0.

V ტურნირი
ალსტერი-მონპელიე, ბენეტონი-ლესტერ ტაიგერზი

F ჯგუფი
პერპინიანი-მანსტერი 17:18, გლოსტერი-ედინბურგი 10:16
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 14 ქულა, 2. გლოსტერი - 9, 3. ედინბურგი - 8, 4. პერპინიანი - 7.

V ტური
ედინბურგი-პერპინიანი, გლოსტერი-მანსტერი.

"ემლინ ჩელენჯ კაპზე" ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდი, "სტად ფრანსე" და "ბრივი" წარმატებით ასპარეზობს.

კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივმა", რომელიც C ჯგუფში ლიდერობს, შინ დაამარცხა რუმინული "ბუქარესტი" - 20:9. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

E ჯგუფში ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსემ" შინ დაამარცხა ლიდერი, ინგლისური "ლონდონ აირიში" 32:14 და დაეწია. ჩვენებურებს არც ამ შეხვედრაში უასპარეზიათ.

ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
ბიარიცი-ვორსტერი 33:25, სეილ შარქსი-ოიონაქსი 53:14
სატურნირო მდგომარეობა
1. სეილ შარქსი - 15 ქულა, 2. ბიარიცი - 14, 3. ოიონაქსი - 6, 4. ვორსტერი - 3.

V ტური
ოიონაქსი-ბიარიცი, სეილ შარქსი-ვორსტერი

B ჯგუფი
ბორდო-ნიუპორტი 32:13, ბასი-მოლიანო 63:0
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 18 ქულა, 2. ნიუპორტი - 10, 3. ბორდო - 9, 4. მოლიანო - 0.

V ტური
ნიუპორტი-ბასი, ბორდო-მოლიანო

C ჯგუფი
ბრივი-ბუქარესტი 20:9, კალვიზანო-ნიუკასლი 10:25
სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუკასლი - 14 ქულა, 2. ბრივი - 14, 3. ბუქარესტი - 6, 4. კალვიზანო - 2.

V ტური
ნიუკასლი-ბრივი, კალვიზანო-ბუქარესტი

D ჯგუფი
ვიადანა-ბაიონი 19:80, ვოსფსი-გრენობლი 32:12
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 18 ქულა, 2. ბაიონი - 15, 3. გრენობლი - 5, 4. ვიადანა - 0.

V ტური
ბაიონი-ვოსფსი, ვიადანა-გრენობლი

E ჯგუფი
ლუზიტანოსი-პრატო 19:30, სტად ფრანსე-ლონდონ აირიში 32:14
სატურნირო მდგომარეობა
1. ლონდონ აირიში - 14 ქულა, 2. სტად ფრანსე - 14, 3. პრატო - 11, 4. ლუზიტანოსი - 0.

V ტური
სტად ფრანსე-პრატო, ლონდონ აირიში-ლუზიტანოსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული