TOP 14-ის ფინალში ქართველი ლეგიონერების გუნდები ითამაშებენ

AutoSharing Option
2016/2017 წლების სეზონის ტოპ 14-ის ფინალში ქართველი ლეგიონერების კლუბები ითამაშებენ.

გადამწყვეტ შეხვედრაში დავით ზირაქაშვილი, ვიტო კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონი" მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, ბადრი ალხაზაშვილისა და შალვა მამუკაშვილის "ტულონს" შეერკინება.

"კლერმონმა" მოქმედი ჩემპიონი "რასინგ 92" 37:31 დაამარცხა. "ვულკანებმა" პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და 19:6 დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმის პირველსავე წუთზე ვან დერ მერვე წითელი ბარათით დაკარგეს.

მიუხედავად ამისა, "კლერმონმა" პარიზელთა ორ ჯარიმას 17 ქულით (2 ლელო-გარდასახვა და 1 ჯარიმა) უპასუხა და 64-ე წუთზე 37:12 დაწინაურდა. "რასინგმა" დასკვნით 10
წუთში 3 ლელოთი ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ იყო და ტოპ 14-ს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

ზირაქაშვილი "კლერმონის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59 წუთი იომა.

"ტულონმა" ბოლო წუთზე გატანილი არეკნით 18:15 აჯობა ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელს", რომელმაც რეგულარული გათამაშება დიდი უპირატესობით მოიგო. 46 წუთისთვის "ლა როშელი" 15:6 იგებდა, მაგრამ დასკვნითი ნახევარი საათი კაცნაკლულმა ითამაშა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. ტულონმა" 3 ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, "ლა როშელს" ორი შორეული ჯარიმა გაუფუჭდა, უკანასკნელ წუთზე ტულონელები მოკლე დარტყმებით ლელოს ხაზამდე მივიდნენ, ანტონი ბელომ არეკნი დაჰკრა და "ტულონი" ფინალში გაიყვანა.

"ლა როშელის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს ბურჯი ლექსო ყაულაშვილი. ტულონელთა რიგებში 42-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მამუკა გორგოძემ.

ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" მინიმალური სხვაობით, 22:23 დამარცხდა ინგლისურ "ნორთჰემპტონთან". პარიზელებმა პირველ ტაიმში 3 ლელო დადეს და 22:9 დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენების შემდეგ 2 გარდასახული ლელო მიიღეს და ჩელენჯ კაპის მფლობელი გაისადაც ამ ტურნირზე ითამაშებს.

"სტად ფრანსეს" სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურაბ ჟვანია, ხოლო გიორგი მელიქიძემ შეცვლაზე ითამაშა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული