ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მიერ ნოემბრის ტესტებზე გამართული მატჩები საერთო შეფასებით წარუმატებელი გამოდგა. შინ იაპონიასთან წაგებულ მატჩს კილმარნოკში შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში ჩაგდებული პირველი ტაიმი მოჰყვა. საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა სამი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და მსოფლიოს რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა. არადა, ტესტების წინ მიზანი მოწინავე ათეულში შესვლა იყო.

განვლილი მატჩების შეფასება და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ "ბორჯღალოსნების" თავკაცს, მილტონ ჰეიგს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შევხვდით.

- კარგად მახსოვს, ივნისის ტესტების შემდეგ სწორედ აქ, თქვენს სამუშაო კაბინეტში შეგხვდით ინტერვიუს ჩასაწერად. მაშინ ამაღლებული განწყობა გქონდათ და არა მარტო თქვენ, ყველას, ქომაგებსაც და ჟურნალისტებსაც. ივნისის ტესტები წარმატებული იყო. ამბობდით, ჩვენი მიზანია, სეზონი დაუმარცხებლად დავამთავროთო. ახლა, ნოემბრის ტესტების შემდეგ, როგორ განწყობაზე ხართ?
- ცხადია, გაწბილებულები ვართ. დარწმუნებული ვარ, არა მარტო მე. არადა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, უფრო მეტი, ვიდრე ივნისის ტესტების დროს. ძალიან მოვინდომეთ, შედეგი კი, მინიმალური მივიღეთ.

იაპონიასთან წაგება საშინელება იყო. მერე სამოასთან გამარჯვებით პირველ მატჩში ნაწვნევი სიმწარე გავანეიტრალეთ. შოტლანდია ძალიან ძლიერი გუნდით დაგვხვდა. ის გაცილებით ძლიერია ახლა, ვიდრე ორი წლის წინათ იყო, სანამ გუნდში ახალი მწვრთნელი მივიდოდა. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ უკეთ გამოვიყურებოდით. არადა,  შოტლანდიის დარი გუნდების დამარცხება ისედაც ძალიან ძნელია. ერთი სიტყვით, ათბალიანი სისტემით ჩვენს ნაკრებს ნოემბრის ტესტებზე ხუთიანს დავუწერდი.

- მოდი, შეძლებისდაგვარად დეტალურად გავაანალიზოთ თითოეული მატჩი. იაპონიის ნაკრებთან არაერთხელ ითქვა, რომ დაცვაში სუსტი თამაშის გამო დავმარცხდით. სტუმრებს ორი თუ სამი ლელო ვაჩუქეთ. ეს ფაქტია, მაგრამ რა არის ამის გამომწვევი მიზეზი, რატომ მოხდა ასე?
- იაპონიის ნაკრებმა, სანამ თბილისში ჩამოვიდოდა, შინ არგენტინის ნაკრებთან ითამაშა. შესაბამისად, პირველ მატჩში დანახული ხარვეზები გამოასწორა და როგორც აღმოჩნდა, ჩვენთან უკეთ მომზადებულმა ითამაშა.

ჩვენთვის ეს მატჩი პირველი იყო. ის ყოველთვის რთულად სათამაშოა. რაც უნდა კარგად ივარჯიშო, თამაშია აუცილებელი, რათა დაინახო, კონკრეტულად რაზე გაქვს სამუშაო, რაზე გაამახვილო ყურადღება. იაპონიასთან წაგებას დაცვას ვერ დავაბრალებ. ბოლო 20 წუთის განმავლობაში ბურთი უკეთ რომ გვეკონტროლებინა და ტერიტორია არ დაგვეთმო, იაპონიას დავამარცხებდით.

- თამაშის მერე ჩვენი მორაგბეები ძალზე გაწბილებულნი იქნებოდნენ...
- დიახ, ასე იყო. ყველა გაწბილებული გახლდათ. მოედანზე ისე გავიდნენ, რომ იაპონიასთვის აუცილებლად უნდა მოეგოთ. თამაშის შემდეგ ყველას უკვირდა, რატომ წავაგეთო. გაოცებულები, გაუგებრობაში იყვნენ, ვერ ხვდებოდნენ ამას, სანამ თამაშის ანალიზი არ გავაკეთეთ.

- რა გვიჩვენა ანალიზმა?
- ანალიზმა გვიჩვენა, რომ ყველა კომპონენტში, ბურთის ფლობაში, შერკინებაში, სტატიკაში, ხაზის გაჭრაში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ტაბლოზე არ აისახა. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ იმ მორაგბეებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, სხვაგვარად რომ წარემართათ თამაში, ძალ-ღონე რომ მოეკრიბათ, მოვიგებდით. ამაზე თამაშის ანალიზისას ბევრი ვილაპარაკეთ.

- თამაშის იმ პერიოდში, როცა იაპონიის ნაკრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ანგარიშში დაწინაურდა, ისე ჩანდა, ჩვენი ნაკრების ლიდერები თითქოს დაიბნენ, არ იცოდნენ, რა ექნათ...
- მართალია, არ იცოდნენ. ყველაფერზე ცუდად იმანაც იმოქმედა, რომ მგეზავი ლაშა ხმალაძე დაიმტვრა. ის მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის, ერთ-ერთი ლიდერია. ზოგ საკვანძო პოზიციაზე ნათლად ჩანს, რომ სათანადო შემცვლელი არ გვყავს. ისე გამოჩნდა, რომ თქვენ მიერ ნახსენებ პერიოდში გუნდი დაიბნა.

- რა შეიცვალა სამოასთან მატჩისთვის?
- ეს მეორე სათამაშო კვირა იყო. ხარვეზებზე ვიმუშავეთ, გარკვეული კომპონენტები გავაუმჯობესეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამოას ნაკრები იაპონიის ეროვნულ გუნდზე სუსტია. იაპონელები უფრო სწრაფები და ჩვენთვის უხერხული მეტოქეები არიან. თამაშის სტილიდან გამომდინარე, სამოასთან ასპარეზობა უფრო მარტივია. თუ იაპონიასთან მატჩში უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, სამოასთან ეს შევძელით და მოვიგეთ კიდეც.

- შოტლანდიასთან მატჩში პირველი ტაიმი აშკარად ჩაგვივარდა. მეტოქეს ბურთი დავუთმეთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ჩვენი მორაგბეები მას უბრალოდ თავისგან შორს იგერიებდნენ. ეს დავალება იყო თუ შოტლანდიელთა წნეხის გამო სხვაგვარად არ შეეძლოთ?
- არა, უბრალოდ, გუნდი არ თამაშობდა. მართალია, რასაც თქვენს შთაბეჭდილებაზე ამბობთ. ნახეთ, პირველ ტაიმში შოტლანდიას ბურთის ფლობა 84% ჰქონდა, ტერიტორია - 70%. ჩვენ 84 ბოჭვა განვახორციელეთ, მეტოქემ მხოლოდ ათი. ვერაფრით ავხსნი, რატომ მოხდა ასე.

შოტლანდია ისედაც კარგი გუნდია, მისი ფულბეკი სტიურტ ჰოგი კი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეა. მას თუ ბურთსაც მისცემ და ტერიტორიასაც, გამოიყენებს ამას, აბა,  რას იზამს. ამიტომაც იყო, პირველ ტაიმში 31 ქულა რომ დააგროვეს.

- მეორე ტაიმი უკეთესი გამოვიდა. გუნდს ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნა?
- ვფიქრობ, რომ ასე იყო. თან შესვენებისას ვთქვით, რომ ჩვენ "ბორჯღალოსნები" ვართ, უნდა გავიდეთ და ჩვენი ღირსებისთვის ვითამაშოთ. შესაბამისად, გუნდს თამაში უკეთ გამოუვიდა. შოტლანდიელები იმ დროისთვის 20 ქულით იყვნენ წინ და ისეთი აგრესიულები აღარ იყვნენ, როგორც პირველ ტაიმში.

მეორე ტაიმით მწვრთნელები კმაყოფილები ვართ. ცუდად არ გვითამაშია. გამოჩნდა ძალიან კარგი ახალგაზრდა მორაგბე ბადრი ალხაზიშვილი. მატჩის ბოლოსკენ ორი გაფუჭებული დერეფანი მისი ბრალი არ იყო. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, გამოცდილება აკლია. თუმცა, ძალიან მონდომებული და ჭკვიანი მორაგბეა. მისგან მაღალი დონის შერკინების კვაჭი დადგება.

- საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ შოტლანდიის ნაკრები საქართველოში სათამაშოდ ჩამოსვლას აპირებს...
- არ ჩამოვლენ.

- ?
- შოტლანდიას 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებამდე გაწერილი აქვს კალენდარი. ელიტარულ გუნდებს თამაშების საკმარისი რაოდენობა აქვთ და ჩვენ გარდა, მისი გაზრდა არავის აინტერესებს. ისინი ერთმანეთს ეთამაშებიან, ფულს შოულობენ, კომფორტულად არიან და არ უნდათ შენი კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ეს მხოლოდ ჩვენ გვინდა.

2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგაც, ვფიქრობ, ძნელად რამე შეიცვალოს. არ ვიცი, რა უნდა ვქნათ მსოფლიოს თასზე, რომ ის იდილია, რაც მათთვის სუფევს, დაარღვიონ.

შოტლანდიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ლონდონში მსოფლიოს რაგბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს დავესწარი. ვნახე, რომ ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით. ჩვენ რამე სხვა უნდა მოვიფიქროთ, რათა განვითარება და წინსვლა არ შევწყვიტოთ.

- ახლა მომავალზეც ვთქვათ. გაისად, ივნისსა და ნოემბერში რომელ გუნდებთან მოგვიწევს ტესტებზე თამაში?
- ივნისშიც და ნოემბერშიც რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და ამიტომ სანამ "მსოფლიოს რაგბი" არ გამოაცხადებს, უფლება არ გვაქვს, სავარაუდო მეტოქეების ვინაობა დავასახელოთ. ივნისშიც და ნოებერშიც თითო მეტოქე აუცილებლად პირველი დონის ნაკრებებიდან იქნება, ორ-ორი კი მეორე დონის გუნდი იქნება.

- ტესტებამდე თებერვალ-მარტში "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის გათამაშება გველის. რა სიახლეები შეიძლება ვიხილოთ ჩვენს ეროვნულ გუნდში?
- გვინდა, დაახლოებით 6-10 ახალი მოთამაშე ჩავრთოთ ნაკრებში, შანსი მივცეთ,  თავი გამოიჩინონ. თუმცა, ეს სავარაუდოდ პირველი სამი მატჩისას მოხდება. ახალი მოთამაშეების მოძიებას ყოველთვის ვცდილობდით. წლეულს, ვინაიდან, 2015 წლის მსოფლიოს თასზე კარგად გამოვედით, არ გვინდოდა, აღებული სიჩქარე შეგვენელებინა და შემადგენლობაში ახალი არავინ დაგვიმატებია. ახლა მეტი თავისუფლება გვაქვს და ექსპერიმენტებსაც თამამად მივმართავთ.

- შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩამდე სამი დღით ადრე ედინბურგში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძელ თანატოლებს სძლია. როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ჩვენმა ახალგაზრდულმა გუნდმა?
- თამაში არ მინახავს. მას ჩემი ასისტენტები დაესწრნენ და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დარჩათ. არის ამ გუნდში რამდენიმე საინტერესო მოთამაშე, რომლებსაც ვაკვირდებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია 17 წლის მგეზავი თედო აბჟანდაძე.

სამწუხაროდ, ჩვენ ამ გუნდის მორაგბეებს ვერ გამოვიყენებთ, რადგან მათ თავიანთი პროგრამა აქვთ და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ამიტომ ჩვენ მზერა იმ მოთამაშეებზე გვაქვს მიპყრობილი, რომლებმაც წლეულს მანჩესტერში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზეს. გაზაფხულზე ახალბედების უმრავლესობა ძირითადად ამ ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრებიდან იქნება.

- თქვენ ასისტენტები ახსენეთ. როგორ შეეწყვნენ გუნდს ახალი მწვრთნელები?
- ბრედ ჰარისს მკაფიოდ განსაზღვრული სამუშაო აქვს. ის შერკინების მწვრთნელია და, ვფიქრობ, შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ჩვენი მორკინალები ბევრად წინ არიან წასულნი.

რიჩარდ გრემი ახალი არ არის. მან ივნისის ტესტებზეც იმუშავა ჩვენთან. მაშინდელ წარმატებაში მას დიდი წვლილი აქვს. ლევან მაისაშვილიც შესანიშნავად მუშაობს. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მწვრთნელების კრებული ვართ.

ძალიან მწყდება გული. ნოემბრის ტესტებზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ამან შედეგზე გავლენა არ იქონია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სამწუხარო ფაქტია, მაგრამ აბსოლიტურად მართალია მელტონი. ჩვენ არანაირი შანსი არ გვაქვს იქ მოხვედრის ძალიან დიდი ხნით. შესაბამისად გარწმუნებთ, რომ ინტერესი რაგბის მიმართ უცებ არა, მაგრამ ნელ-ნელა გაქრება. მიზნის არარსებობის შემთხვევაში ეს გარდაუვალია. მსოფლიო ჩემპიონატი თუ გვიხსნის ამ საშიშროებისაგან. კარგია ვცდებოდე......
gogla
13:00 11-01-2017
0
უკანა ხაზელები თუ არ გამოჩნდნენ ძალიან გაგვიჭირდება იაპონიასთანაც და მით უმეტეს ტოპ 10-ის გუნდებთან
0
Me-ს

აბსოლიტურად გეთანხმები!

კუნძულელებთან თამაშში გაცილებით უკეთ დავიხვეწებით!

დავიხვეწებით სამხრეთული და ჩრდილოური გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ

მხოლოდ სამხრეთელების მწვრთნელებად მოსვლამ აათამაშა შოტლანდია სწრაფად და ინგლისი ირლანდია დინამიურად

ძალიან კარგად მახსოვს ლანკასტერის გაწვრთნილი ინგლისი ჟელესავით რო იდო მოედანზე

რაგბის რაობა სამხრეთშია სამხრეთშიიიიი
azri
23:27 10-12-2016
0
ეგ იმიტო რო მაგათ მეტი ჩადეს ადრე თან უფრო და ბევრად მაგრა მოუმატეს არგენტინამაც და შოტლანდიამაც თორე ჩვენ გვაქ პროგრესი
hj–ს
13:23 10-12-2016
0
რაც შეეხება 6 ერს თუ ადრეა ჩვენთვის სხვა რამეს მოვიფიქრებთ სადაც ვისწავლით უკეთ თამაშს კუნძულებზე ჩავიდეთ და სამოა იაპონია ფიჯი ტონგა მშვენიერი იქნება და ტესტები იშვიათად ბობოლებთან დიდ შედეგს მოგვცემს. სიმართლე თუ გინდათ ჩვენ რაც გვაკლია რაგბში კუნძულელებთან უკეთ დავხვეწავთ ვიდრე 6ერთან
0
რა ტვინი წაუღეთ ამ უელსთან ფრეს თამაშით და ესპანეთთან მოგებით. იმას რატო არ იხსენებთ რამდენი თამაში მოიგო საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბოლო 10 წელიწადში და ბოლო თამაშში ვისთან ითამაშა 1:1 სახლში ბრაზილიასთან მგონი თუ არგენტინა იყო?
რაგბი უფრო მაღლა დგას დღეს საქართველოში ვიდრე ფეხბურთი, მარტო კლუბები შეადარეთ სადაც თამაშობენ და მიხვდებით
Meet
11:54 10-12-2016
0
ებიჯო ფეხბურთს მიხედეთ ფეხბურთს,ხო ხედავთ ეს რაგბი არავის აინტერესებს სუ 20 ქვეყანა თამაშობს
giooo
11:21 10-12-2016
0
ამერიკული ფეხბურთის მწვრტნელი უნდა მოვიდეს და რაგბიში რომ მიდიან ის ბიჯები - ამერიკის ლიგაში უნდა გადადიოდნენ უფრო მაგალ ხელფასზე.

მაშინ უკვე კარგი ფონი იქნება მათვის ვინც რაგბში (დაბალ ხელფასსზე სიყვარულის გამო) დარჩება და ევროპელი მამებიც აგარ იქნებიან გულგრილები.
amerikeli
07:03 10-12-2016
0
მილტონა მაგარია აიღო და თქვა ვკიდივართ ამ გაფუებულ ევროპელებსო

სწორია აქ გამოთქმული ყველა აზრიც - გავანებოთ ამ 6 ერს თავი

დარწმუნებული ვარ სამხრეთული რაგბი უფრო მიგვიღებს ვიდრე ჩრდილოური

მეორეს მხრივ აგერ უკვე საუკუნეზე მეტი იყო საუკეთესო ევროპულ გუნდს ზელანდიისთვის არ მოეგო და ისე აღნიშნეს გეგონება ბოლო ჟამი ედგათო

მოკლედ, ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ჭკვიანურად რაც მთავარია, აი დანარჩენი იქნება

სამხრეთულ ბაზარს მივაწვეთ აჯობებს
azri
18:06 09-12-2016
0
გეთანხმები ნამდვილად. ამ 6 ერის მოლოდინში ქვეყნის დრო გავა და ნამდვილად უმჯობესია რეგულარულად ვითამაშოთ მეორე დონის ქვეყნებთან. ლიგის შექმნა კარგია, მაგრამ არა მგონია ისინი დათანხმდნენ და ჩვენთვისაც ძნელია - ეს ქვეყნები ჩვენგან ძალიან შორს არიან და მუდმივი მგზავრობაც პრობლემა იქნება
hj-s
16:55 09-12-2016
0
და რატომ არ ვაინტერესებთ?...აბა წაიკითხეთ ბრიტანული პრესა ფეხბურთში უელსი–საქართველოს მატჩის შემდეგ?..და თი 79–81წწ–ის დინამოს გავიხსენებთ...არ ვაინტერესებთ პირველ რიგში იმ მიზეზით,რომ სამწუხაროდ არ ვთამაშობთ იმ დონის და სანახაობის რაგბს,რომელმაც შეიძლება დააინტერესოს ბრიტანელი
არ ვაინტერესებთ?
16:53 09-12-2016
0
ჩაიდო რაგბში ფული,მაგრამ პირველ ათეულთან სხვაობა იზრდება,თუმცა ოკეანიას უკვე ვჯაბნით....არგენტინა,შოტლანდიასთან უფრო გაცილებით ნაკლები სხვაობით ვაგებდით
და კიდევ hj-ს
16:48 09-12-2016
0
ეჰ მაგასაც რომ რაგბის მამების ნებართვა უნდა
მერაბი
16:47 09-12-2016
0
საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ევროპის ჩემპინატის ნახევარფინალისთან 1–1 ითამაშა გასვლაზე,ხოლო ამხანაგურში მსოფლის და ევროპის ექს –ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა და ისიც სტუმრად–1–0.ასე,რომ საერთოს მაგარი არასწორის ყოველმხრივ ფეხბურთთან რაგბის შედარება.გაცილებით,შეუდარებლად პოპულარულია ფეხბურთი რაგბზე და ტან გაცილებით მრავალფეროვანი თამაშია!ფეხბურთსი ორი ერთნაირი გოლი რთული მოსაძებნია,ორი ერთნაირი კომბინაციაც..რაგბი თითქმის ერთფეროვანია.წარმატებები ქართულ რაგბს,მაგრამ ფებურთტან შედარება უადგილოა სულ მცირე
hj–ს
16:45 09-12-2016
0
ერთი მაგათი დედაც! ჩვენ ქართველები ვართ და ბრძოლას ნაჩვევები, ასე რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ გაუტეხელი გულები, არ უნდა დავნებდეთ მილტონ! გეტყობა რომ დაიღალე მაგრამ ხვალინდელი დღის გჯეროდეს და ქართული სულის.
ნიკა
16:36 09-12-2016
0
ფაქტია არ ვაინტერესებთ ისინი თავიანთ მოგებაზე ფიქრობენ რას მისცემთმათ ჩვენი დამატება არაფერს გარდა იმისა რომ შორ მანძილზე მოყწევთ ფრენები მაგრამ ასე გაჩერებაც არ შეიძლება რაღაც არის მოსაფიქრებელი
vano
16:15 09-12-2016
0
ჭადრაკში რამხელა ფული ჩაიდო, ხომ გახსოვთ ყველას(რააატოოომ?), ეგ ფული რაგბის მოხმარებოდა(საკლუბო დონეზე), მაგრად წინ ვიქნებოდით...
zura
16:11 09-12-2016
0
შოტლანდიასაც და იტალიასაც რო მოვუგოთ 10დან 10-ჯერ, მაინც არავინ არსად არ დაგვამატებს .ეგ არი ფაქტი. თქვეს იმ ექვსი ერის ხალხმა რო ჩვენი მიზანი არ არის მსოფლიოში რაგბის განვითარებაო, კომერციული ტურნირიაო და ფულს ვაკეთებთ და წადიტ თავი დაგვანებეთო რა. ხოდა რას შევუკიკინეთ ვერგავიგე
საბა
15:51 09-12-2016
0
სიმართლე ისაა, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობის გაზრდა 6 ერის დიდ უმრავლესობას არ უნდა აქამდეც ცნობილი იყო და არ არის ახალი ამბავი. ამ ეტაპზე პრობლემა იმან გაამწვავა, რომ სერიოზულად შეირყა ჩვენი პოზიციები იაპონიასთან მარცხისა და შოტლანდიასთან განადგურების შემდეგ!იაპონიასთან მარცხმა ჩვენი ამბიციები საკმაოდ დააკნინა, ხოლო შოტლანდიასთან ამხელა ანგარიშით დამარცხებამ საერთოდ გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოს საკითხის განხილვაც კი. სამწუხაროდ ეს არის რეალობა და მელიტონამაც ორმაგად გაბრაზებულმა (თავის თავსა და მსოფლიო რაგბის მამებზე) ეხლა თქვა რაც თქვა. ამიტომაც სჯობს სიმართლეს გავუსწოროთ თვალი და რეალობიდან გამომდინარე მივხედოთ ჩვენს რაგბს!!! მაგარი ბიჭები გვყავს და უფრო მაგრები მოდიან, ამიტომაც ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ ყველამ ერთად, სახელმწიფომ, გულშემატკივარმა და კერძო სპონსორებმაც, რომ ჩვენმა რაგბმა განვითარება განაგრძოს, რათა მომავალი მსოფლიოს მერე ახალი ძალით და არგუმენტებით ვცადოთ 6 ერის მოჯადოებული წრის გარღვევა! დიდი წარმატებებები წინ გვაქვს!!!
paata
15:42 09-12-2016
0
გულს ნუ გაიტეხთ ბატონო მილტონ, ჩვენ შენი გვჯერა და ქომაგიც გენდობა. ის რომ იაპონიასთან ვერ მოვიგეთ დაღუპვას არ ნიშნავს. მთავარია შეიგნოს ხელისუფლებამ და ქართველმა ერმა რომ ფეხბურთში გადახდილი ფული გადაყრილია, ხოლო რაგბს რომ იმის საშუალება ჰქონდეს მთაც ჩაერთოს და თითო თითო გუნდი და სკოლა სვანეთში, ყაზბეგსა და მთიან აჭარაში დაფინანსდეს, მაშინ მართლა ვიქნებით ათეულის ღირსი. მაშინ მართლა მოვუგებთ შოტლანდიას. ეს აუცილებელია, თორე 4 ქალაქის იმედზე ყოფნა ვერაფერს მოგვცემს წინსვლისათვის
0
უახლოესი წლები 6 ერზე არც კი უნდა ვიოცნებოთ,მარტო ტესტმატჩებით როგორ განვითარდება ჩვენი რაგბი?ეტყობა ჩვენი ამბიციები ჩვენ შესაძლებბლობებს აჭარბებს და დავრჩებით დიდი ხნით პირველიათეულის ახლო მახლო,ელიტ.გუნდერბი კი უფრო წინ წავლენ
ალეკსანდრე
15:18 09-12-2016
0
ბატონებო როგორც ჩანს ჩვენ საერთოდ არ ვაინტერესებთ ევროპას და იქნებ მართლაც ვიფიქროთ მეორე დონის ქვეყნებთან საერთო ლიგის შექმნაზე,საქართველო,იაპონია,აშშ,კანადა,რუმინეთი,ფიჯი,სამოა,ტონგა,ურუგვაი,ჩილე.შევქმნათ საერთო ჩემპიონატი და დროა რაღაც მსგავსი მოვიფიქროთ,ძალიან მეშინია ამასობაში ქართულ რაგვბის რეგრესი არ დაეწყოს განვითარების მაგივრად.ჩვენივე წვენში არ მოვიხარშოთ,ერთა თასით ვერ განვვითარდებით...
0
სიახლეები პოპულარული