სკოტ ჰასტინგსი: ადრე საქართველოს 6 ერზე დამატებას არ ვემხრობოდი, მაგრამ...

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბე სკოტ ჰასტინგსი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 65 კეპი დაუგროვდა, ექვსი ერის პირველობაზე ბონუს-ქულების სისტემის შემოღებაზე და ტურნირში საქართველოს ჩართვის პერსპექტივებზე საუბრობს BBC Scotland-თან.

მნიშვნელოვანი ცვლილება ექვს ერზე: ბონუსები! რა იქნება შემდეგი?

"ძალიან კარგი სიახლეა, წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს გააძლიერებს გამარჯვებისკენ ლტოლვას. როცა იცი, რომ ბონუს-ქულა გაქვს მოსაპოვებელი, თამაში უკეთესი ხდება. ეს კარგია მოთამაშეებისთვის, მაყურებლებისთვის და ტელევიზიისთვისაც.

აქამდე იყო მომენტები, როცა ექვსი ერის მატჩში გუნდები უფრო შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ, ვიდრე მოპოვებაზე".

ჰასტინგსმა ექვსი ერის შესაძლო გაფართოებაზეც ისაუბრა:

"ადრე თუ
გვიან ეს აუცილებლად მოხდება. შესაძლებელია, შემოდგომის ტესტებს სატურნირო სახე მიეცეს, სადაც საქართველო და რუმინეთი გაფართოებულ პირველობაზე მოხვედრის შანსს მოიპოვებენ. თუმცა ეს მომავალი წლების საქმეა.

შარშან "ტვიტერზე" დავწერე, რომ საქართველოს ექვსი ერის პირველობაზე დამატება შეცდომა იქნებოდა, რომ ეს გუნდი სტადიონზე ბევრ ხალხს ვერ შეკრებდა, მაგრამ მათ რუსეთთან მატჩი 50 ათასი გულშემატკივრის წინაშე ითამაშეს. როგორც ჩანს, სპორტის ეს სახეობა პოპულარულია საქართველოში.

უახლოეს წლებში არა მგონია, შოტლანდიამ ექვსი ერის პირველობისთვის იბრძოლოს, ალბათ, უფრო ამ ტურნირზე დარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დებატების დროც მალე მოვა".
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი ოცნება საქართველო 6 ერში, ერთმუშტად შეკრული ქართველი ერი რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან საკუთარი ნაკრების მიერ ჩატარებულ თითოეულ მატჩს, როდესაც სტადიონზე მიდიხარ გული ლამისაა ამოგივარდეს და გრძნობ რომ სტადიონზე შეკრებილი 55 000 ადამიანი შენი და და ძმაა, მოგებული თამაშის შემდეგ სიამაყის ცრემლები გახრჩობს, წაგების დროს კი თანამონაწილე ხდები დამარაცხების, ესაა ჩემთვის რაგბი და ექვსი ერი
giorgi
22:21 02-12-2016
0
უფრო ნატოში შესვლას ევროკავშირში კიდევ მიგვიღებენ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული