შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
26 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ნოემბრის ბოლო ტესტს გამართავს. ჩვენი მეტოქე შოტლანდიაა. თამაში კილმარნოკის "რაგბი პარკზე" გაიმართება.

შოტლანდიური რაგბის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც დაუპირისპირდება მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი გუნდი "ბორჯღალოსნებს".

შოტლანდიის ნაკრები
Sportall.Ge

ვერნ კოტერმა წინა მატჩთან შედარებით ხუთი ცვლილება განახორციელა. 13 ნომერზე მარკ ბენეტი ჰიუ ჯონსს შეცვლის. ბენეტმა ბრიტანეთის ნაკრებში რიოს ოლიმპიადაზე ითამაშა.

გრანტ გილკრისტს რიჩი გრეი შეცვლის, რობ ჰარლი მარკუს ბრედბერის ნაცვლად ითამაშებს, ხოლო რაიან უილსონი - ჯონ ბარკლის. შეიცვლება მეორე ნომერიც - ფრეიზერ ბრაუნის ნაცვლად
როს ფორდი
ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული