შოტლანდიელთა თავკაცი: არ შეგეშალოთ - საქართველოსთანაც მძიმე მატჩი გველის

AutoSharing Option
26 ნოემბერს, ქალაქ კილმარნოკში საქართველოს ნაკრები ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩს გამართავს შოტლანდიის ნაკრებთან. ეს შეხვედრა ჩვენი დროით 18:30-ზე დაიწყება.

ამ მატჩს ინგლისელი მეთიუ კარლი განსჯის.

შოტლანდიის ნაკრებმა არგენტინის ნაკრები 19:16 დაამარცხა, რისი წყალობითაც მსოფლიო რეიტინგში, რომელიც მოგვიანებით, დღეს გამოქვეყნდება, მეცხრე ადგილიდან მეშვიდემდე დაწინაურდება. საქართველოს ნაკრები, სამოას დამარცხების მიუხედავად, მე-12 საფეხურზე რჩება.

შოტლანდიელებს აქვთ შანსი, რომ ნოემბრის ტესტები სამივე მატჩის მოგებით დაასრულონ, თუმცა მათი თავკაცი ვერნ კოტერი ყველას აფრთხილებს, რომ "ბორჯღალოსნებთანაც" მძიმე მატჩი ელით:

"საქართველომ ახლახან სამოა დაამარცხა. არ შეგეშალოთ, მათთან მატჩიც
ძალიან რთული იქნება. მე ძალიან კარგად ვიცნობ ქართველთა მწვრთნელს და მან დიდებულად იმუშავა პოსტზე. საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ და ვიცით, რომ მნიშვნელოვანი მატჩი გველის.

მათ თავის გამოჩენა სურთ, რადგან ექვს ერში თამაშის პრეტენზია აქვთ.

სამოასთან მატჩი უკვე ვნახეთ და ილუზიები არ გვაქვს, რას შეიძლება ველოდოთ კილმარნოკში. რაგბი საქართველოს ნომერ პირველი სპორტია, ის ეროვნული სპორტია ამ ქვეყანაში. ამიტომ მძიმე მატჩი გარანტირებულია", - განაცხადა კოტერმა.

არგენტინასთან მატჩში ტრავმები მიიღეს და საეჭვოა ჰიუ ჯონსის, პიტ ჰორნის, ფრეიზერ ბრაუნისა და გრანტ გილკრისტის თამაში.
მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ არ გინდათ სიგარეტის დანებება თქვით პირდაპირ:) არა მართლა ძალიან მაგარი იქნება რო მოვიგოთ არადა ამის მცირედი შანსი გვაქვს მხოლოდ. მეორე ტაიმში თუ კაცს გაუგდებენ და უაზრო ჯარიმებს აიღებენ სკოტები 10მეტრიან ზონაში საიდანაც დავარტყამთ ყველა ჯერზე, დაცვაში კიდე შეცდომა არ უნდა დავუშვათ. რავიცი მგონია სწრაფი რაგბი იქნება ხელოვნური საფარის გამო რაც ჩვენთვის კარგი ნაღდად არაა. თამაში რაც შეიძლება უნდა მოვგუდოთ და ბურთი ჩვენ უნდა გვქონდეს მაქსიმალურად.
ქარ
16:39 22-11-2016
0
ბიჭები ყველანაირი წნეხის გარეშე ითამაშებენ და თუ ჩვენს ხასიათს გავითვალისწინებთ ეს მთავარია. მგონია რომ ძალიან მძიმე დღე ელით შოტლანდიელებს, დანარჩენი კი ...
B-52
15:18 22-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული