ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

ინგლისის ნაკრების თავკაცი: ზელანდიელები სხვებთან ერთად, ქართულ რაგბისაც აკონტროლებენ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ავსტრალიელი თავკაცი ედი ჯონსი სკანდალურ განცხადებას აკეთებს, მისი თქმით მსოფლიო რაგბის არა მისი ორგანიზაცია, არამედ, ზელანდიელები მართავენ, სხვებთან ერთად ისინი საქართველოსაც აკონტროლებენ.

"ახალი ზელანდია აკონტროლებს რაგბის ამ პლანეტაზე, მათ ხელშია ნებისმიერი დეტალი, ყოველი წესი, რომელიც იცვლება, ახალი ზელანდიის კარნახითაა მიღებული.

ახლა ისინი უშუალოდ აკონტროლებენ რაგბის ძალიან ბევრ ქვეყანაში: იაპონიაც ხელში ჩაიგდეს, შოტლანდია დაიბრუნეს, მათ გაწერილი აქვთ გეგმები. უელსი მათ ხელშია, ირლანდია, საქართველო...", - ამბობს ჯონსი.

"დიახ, ზელანდია ჭკვიანი ქვეყანაა, მათი მწვრთნელები სუპერრაგბის კლუბებში წარმატებულნი არიან, მათი მწვრთნელები გაცდნენ
ქვეყნის მასშტაბებს, ისინი მოედნენ ჩრდილო ნახევარსფეროს", - ამბობს ინგლისელთა ავსტრალიელი თავკაცი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მსოფლიოს თასზე ზელანდიელი მწვრთნელი ჰყავდა საქართველოს, კანადის, ფიჯის, ირლანდიის, შოტლანდიის, უელსისა და, რა თქმა უნდა, ახალი ზელანდიის ნაკრებებს.

საქართველოს ნაკრებს 2011 წლიდან ზელანდიელი მილტონ ჰეიგი წვრთნის, სწორედ მის ხელში ავიდა "ბორჯღალოსანთა" გუნდი ახალ სიმაღლეებზე. ჩვენმა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიოს თასზე მომდევნო ჩემპიონატის საგზური ყოველგვარი შესარჩევი მატჩების გარეშე დაიბევა და გუნდი მსოფლიოს რეიტინგში მე-11 პოზიციაზეა.
ასევე დაგაინტერესებთ