მსოფლიო მედია: ქართველებმა მფრინავი ფიჯელები ფრთების გარეშე დატოვეს

AutoSharing Option
24 ივნისს საქართველოს ნაკრებმა წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტურნეს უკანასკნელი ტესტ-მატჩი გამართა და ფიჯის, ბევრისთვის მოულოდნელად, 14:3 მოუგო.

- "ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში ყველამ დღე და ღამე იმუშავა"
- ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! - "ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემდეგ მღერიან [VIDEO]
- "ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

ამ გამარჯვებას გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოს სარაგბო მედიაში.

planetrugby.com: საქართველო ფიჯიზე უკეთესია
"საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის ტური მაღალ ნოტზე დაასრულა, როცა სუვაში მძიმე ბრძოლაში ფიჯის ნაკრები დაამარცხა - 14:3.

თანაბარ მატჩში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში გმირული თამაშით
გასაქანი არ მისცა ფიჯელთა საშიშ ბეკებს. ამით საქართველომ ტურნე დაუმარცხებლად დაასრულა, სამოასთან ფრეს, ტონგასა და ფიჯის დამარცხება მოაყოლა".

skysports.com: საქართველო ფიჯის ამარცხებს და ტურს დაუმარცხებლად ასრულებს
"მგეზავმა ლაშა ხმალაძემ შეხვედრის ერთადერთი ლელო დადო და საქართველოს ნაკრებმა ფიჯისთან მატჩი 14:3 მოიგო.

მართალია, მერაბ კვირიკაშვილმა ააცილა გარდასახვა, მაგრამ შემდეგ ორი საჯარიმო გაიტანა და საქართველოს ნაკრებმაც გამარჯვება იზეიმა.

ამით "ლელოების" სამმატჩიანი ტურნე დაუმარცხებლად დასრულდა".

ავსტრალიური sbs.com.au: საქართველო ოკეანეთში დაუმარცხებელია
"ლაშა ხმალაძის ერთადერთი ლელოს წყალობით, საქართველომ სუვაში 14:3 დაამარცხა ფიჯი. მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფმა გუნდმა ჯერ მე-14 ადგილზე მყოფ სამოასთან 19:19 ითამაშა, შემდეგ კი მე-15 ადგილზე მყოფ ტონგას 23:20 მოუგო და აი, პარასკევს მე-10 ადგილზე მყოფი ფიჯი დაამარცხა".

ზელანდიური stuff.co.nz: საქართველომ ფიჯი ლელოს გარეშე დატოვა
"ფიჯიმ ვერაფერი მოუხერხა საქართველოს ნაკრების დაცვას. ერთადერთი, რაც მასპინძლებმა შეძლეს, ნიკ ვოლავოლას საჯარიმოა.

სამაგიეროდ, ლაშა ხმალაძემ ლელო დადო და ქართველებმა 14:3 მოიგეს, ტურნეს ბოლო მატჩი და შინ დაუმარცხებლები ბრუნდებიან".

იტალიური onrugby.it: საქართველო ვერც ფიჯიმ გააჩერა
"საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის ტურნე ორი მოგებით და ერთი ფრეთი დაასრულა. ოკეანეთელებმა საქართველო ვერ გააჩერეს.

კავკასიელები სუთიაშვილის წინამძღოლობით უკეთესები აღმოჩნდნენ და 14:3 იმარჯვეს. ტაიმი 3:3 დასრულდა, მაგრამ ლაშა ხმალაძის ლელომ და მერაბ კვირიკაშვილის ჯარიმებმა უპირატესობა სტუმრებს მოუტანა".

dailymail.co.uk: ივნისის ტესტებში საქართველო დაუმარცხებელია
"ლაშა ხმალაძის ერთადერთი ლელო გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში, რომელშიც საქართველომ ფიჯი 14:3 დაამარცხა. შედეგად, საქართველოს ნაკრები ივნისის ტესტებში დაუმარცხებელია.

"ჩვენ ყველა თამაშის მოგება გვსურდა და ბოლო მატჩში წაგება დასანანია", - ამბობს ფიჯის თავკაცი ჯონ მაკკი".

fijitimes.com: საქართველომ ფიჯის ფრთები წააჭრა
"ფიჯიმ წააგო ივნისის ბოლო შეხვედრა, 3:14 საქართველოსთან. საქართველომ ფრთები წააჭრა ფიჯელებს, რომელთაც ვეღარ შეძლეს ფრენა".

შეგახსენებთ, რომ ფიჯის ნაკრებს Flying Fijians-ს (მფრინავი ფიჯელები) ჰქვია.

აფრიკული "სუპერ რაგბი" sarugbymag.co.za: ქართველებმა ფიჯი გააოგნეს
მკითხველის კომენტარები / 6 /
გენაცვალეთ თქვენ ბიჭებო
shota
12:12 27-06-2016
0
ტურნეები და ტურნეები
vaso
13:19 25-06-2016
0

სიახლეები პოპულარული