მამუკა გორგოძე: სერჯო პარისეს გამონათქვამმა გული გვატკინა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე დიდი ხანია სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია. ერთა თასის დასრულების შემდეგ ის "ტულონში" დაბრუნდა, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში სტუმრად "მეტრო რასინგთან" არ უთამაშია.

ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მის საკლუბო კარიერასა და "ბორჯღალოსნების" ექვს ერში დაშვების პერსპექტივაზეა საუბარი.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

- "ტულონმა" გასულ უქმეებზე სტუმრად "მეტრო რასინგს" მოუგო. მასში მონაწილეობა არ მიგიღიათ, თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობთ ამ შეხვედრის შესახებ?
- გასულ სეზონში და ამჟამადაც საკმაოდ ბევრჯერ ვითამაშე ასეთი მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ. "ტულონში" სათადარიგო გუნდი არ არსებობს. ქაღალდზე შემადგენლობა შეიძლება ასე ჩანდა, მაგრამ ასე არ არის. დიახ, ითამაშა რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბემ, მაგრამ ისინი არავისზე უარესები არ არიან. მათ, შესაძლოა, ოდნავ ნაკლები გამოცდილება ჰქონდეთ. ეს არის და ეს!

ზოგადად ვფიქრობ, რომ სერიოზული კლუბები ნელი ტემპით მიიწევენ წინ, რათა დასასრული წარმატებული გამოვიდეს. რამდენიმე გუნდი ვნახე, რიხით რომ დაიწყეს სეზონი და ახლა უკანასკნელ ძალებს იკრებენ. "ტულონი" ნელ-ნელა, მეთოდურად ვითარდება და ეს გამარჯვებაც ამის დასტურია.

- "ტულონში" ახლა მეორე ხაზში გიწევთ თამაში. რას ფიქრობთ ამაზე?
- მირჩევნია, მესამე ხაზში ვითამაშო, მაგრამ გუნდს მეორე ხაზში ვჭირდები. რაც უნდა იყოს, ჩემთვის მთავარია, მოედანზე ვიყო და ვთამაშობდე. მე ამ გუნდის ნაწილი ვარ და თუ მას სჭირდება ჩემი დახმარება ამ პოზიციაზე, მზად ვარ. ეს ნორმალურია.

ბერნარ ლაპასემ მკითხა და მეც დადებითი პასუხი მივეცი, მით უფრო, რომ ჩემი კარიერა სწორედ მეორე ხაზში თამაშით დაიწყო. საქართველოსა და "მონპელიეში" მეორე ხაზში ვთამაშობდი. ეს ჩემთვის ახალი არ არის.

- მეორე სეზონია, რაც "ტულონში" ხართ. იპოვეთ თქვენი ადგილი გუნდში?
- გასულ სეზონში დიდი კონკურენცია იყო გუნდში. თანაც დასაწყისში სერიოზული ტრავმა მივიღე. 20 კვირა გამიცდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ფორმის აღდგენა ძალიან რთული იყო. წლეულსაც არ არის იოლი. "ტულონი" ვარსკვლავებითაა სავსე და ყველა იბრძვის შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად.

- თქვენ სხვა მოთამაშეებს მოიხსენიებთ, როგორც ვარსკვლავებს. თქვენც ხომ ვარსკვლავი ხართ...
- მე ვარსკვლავი არ ვარ. როცა ვიზრდებოდი, იმ მორაგბეებს, რომლებთან ერთადაც ახლა ვთამაშობ, ტელევიზორით ვუყურებდი. მათ პატივს ვცემ, მაგრამ კერპი არ მყავს. როცა ვამბობ "ვარსკვლავი", ამით პატივისცემას გამოვხატავ.

ძალიან მიხარია და ვამაყობ იმით, როგორ ვითამაშე მსოფლიოს თასზე და როგორ ვთამაშობ აქ, საფრანგეთში. თუ ჩემზე ლაპარაკობენ, ეს უბრალოდ კარგია და მეტი არაფერი.

- რაგბი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ის ფეხბურთს ავიწროებს. ეს ნამდვილად ასეა?
- ფეხბურთში კარგი მოთამაშეები გვყავს, თუმცა თამაშებს ვაგებთ. ხალხი მიდის სტადიონზე, რომ ნახოს იტალიის, საფრანგეთისა და სხვა გრანდების თამაში. ქომაგი ჩვენთანაც ბევრი
მოდის, რუმინეთს ვეთამაშებით. ბოლო შეხვედრას თბილისში 55 ათასი მაყურებელი დაესწრო. დღემდე არ გამსვლია აღტყინება. წარმოიდგინეთ 55 ათასი ქომაგი. ეს ხომ ექვსი ერის მატჩებისთვის დამახასიათებელი ციფრია?

ქომაგი ადრეც ბევრი გვყავდა, მაგრამ ისინი ძირითადად რუსეთთან თამაშისას მოდიოდნენ. შარშანდელი მსოფლიოს თასის შემდეგ კლუბებში მორაგბეთა რიცხვმა 37 პროცენტით მოიმატა. რაგბი მალე გახდება საქართველოში ნომერ პირველი სპორტი.

- მსოფლიოს თასზე კარგი გამოსვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ერთა თასიც მოიგო...
- ვფიქრობ, ამიერიდან სხვა, უფრო მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ. შეიძლება ექვს ერზე არა, მაგრამ რაღაც შუალედურში. ძალიან კარგი იქნება, თუ რეგულარულად მოგვიწევს გაჯიბრება იაპონიის, კანადის, აშშ-ის, ტონგასა და ფიჯის წინააღმდეგ.

ჩვენ ისევ პატარა გუნდი ვართ, თუმცა დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. დიდ პატივს ვცემ ყველა გუნდს, რომელიც ერთა თასზე თამაშობს, მაგრამ მათთან თამაში ჩვენ აღარაფერს გვაძლევს.

- სერიოზულად ალაპარაკდნენ იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეიძლება იტალიის ნაცვლად ექვსი ერის გათამაშებაში საქართველო ჩართონ...
- ამაზე არასწორი რეაქცია ჰქონდა სერჯო პარისეს. მისი საქმეა მოედანზე ითამაშოს და არა ამ საკითხის პრესასთან განხილვა. მე კი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ საქართველოს ნაკრები უელსთან მატჩში 70 ქულით არ წააგებს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, შესაძლოა საქართველოს ნაკრები მზად არ არის, ექვს ერზე ითამაშოს, მაგრამ, თუ საშუალება მიეცემა, 17 წლის განმავლობაში ისევე სწრაფად გაიზრდება, როგორც იტალია.

იტალიის ნაკრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ეს კარგი გუნდია, რომელშიც შესანიშნავი მორაგბეები თამაშობენ. თუმცა, ჩვენ ხომ მათ საწინააღმდეგოდ პრესასთან არაფერს ვამბობთ.

მოდით, მოვაწყოთ მატჩი ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის. იქ, მოედანზე, გამოჩნდება ვინ ვინ არის.

ძალიან ცუდად გამოუვიდა პარისეს, როცა თქვა, რომ ჩვენი ადგილი ექვს ერში არ არის. ის მსოფლიოს დონის მორაგბეა და მისმა ამ სიტყვებმა გული გვატკინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Rogor mixaria qartvelebis warmateba yvela speroshiii. Ai fegburtis ra mogaxsenoo fulistebis modgmia yvelaa ragbi ganatlebuli adamianis sporiaa ragbistebi ganatlebas aqceven yuradgebas
Xatia
02:43 09-04-2016
0
იყო დრო როცა არსებობდა სტერეოტიპი რომ სპორტსმენობა დაბალ ინტელექტს ნიშნავდა. საბედნიეროდ ახლა ეს მიდგომა წარსულს ბარდება, და ამის ერთერთი ბრწყინვალე მაგალითი მამუკაა! მაგარი სპორტსმენი, ბრწყინვალე ადამიანი და მოსაუბრე!!!
B-52
15:49 05-04-2016
0
ეს არის განსხვავება რაგბს და ფეხბურთს შორის ზუსტად ,ასეთ დონეზე თამაშობს გორგოძე და კიდევ ბევრი ქართველი მორაგბე და როგორ აზროვნებენ,ვინც არ იცის --ტულონი სადაც გორგოძე და კიდევ 3 ქართველი თამაშობს იგივეა რაც ფეხბურთში დღეს ბარსა,რეალი ან ბაიერნი, წარმომიდგენია ჩვენი ფეხბურთელი რომ ესეთ გუნდში თამაშობდეს რა ამბავში იქნებოდნენ .....
sandro
14:40 31-03-2016
0
თბილისის დინამო სსრკ ორგზის ჩემპიონი იყო,2–ჯერ თასის მფლობელი,5–ჯერ ვერცხლის პრიზიორი,13–ჯერ–ბრინჯაო,ერთადერთი კლუბი იყო სსრკ–ში ,რომელიც მე9 ადგილზე ქვევით არ დაშვებულა 1983წლამდე....თბილისის დიამო ერთადერთი კლუბი იყო სსრკ–ში ,რომელსაც ყავდა გულშემატკივრები სსრკ–ის ყველა რესპუბლიკაში,ქალაქში ,სხვადასხვა ეროვნების ხალხი!მიზეზი იყ სანახაობრივად შესანიშნავი,სწრაფი ,ტექნიკური, მაღალი დონის ფეხბურთი!
ზაზა
13:59 31-03-2016
0
giorgi-ს მივმართავ და ვეტყვი რომ მთავარი განსხვავება მორაგბეებსა და ფეხბურთელებს შორის ისაა რომ პირველნი პასუხისმგებლიანი ხალხია, ხოლო მეორენი კი-თვითკმაყოფილი.ამის შემჩნევა მაშინაც შეიძლება, როდესაც შეგიძლია შეადარო
მორაგბეების მიერ ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულება და ფეხბურთელების დამოკიდებულება იგივეს მიმართ
qomagi
13:55 31-03-2016
0
ragbis giji -ს მართლა კარგი იდეაა, როგორმე ორგანიზება რომ გაუწიოს ვინმემ, მოთხოვნის ტექსტით, ხელმოწერებით, სახელმწიფო და კერძო სექტორის თანადაფინანსებით. კარგი იქნება ჩვენმა საზოგადოებამაც გააკეთოს რამე რაგბისტებისთვის იმის წილად რასაც რაგბისტები აკეთებენ ქვეყნისთვის
ლევანი
13:34 31-03-2016
0
ჩვენი ბიჭები აშკარად იმსახურებენ უფრო დიდი ძალის მქონე გუნდებთან ჭიდილს, ვიდრე ერთა თასის გუნდებია. საინტერესო რამეს ამბობს მამუკა უნტერვიუში და თუ მაინდამაინც თავს იგიჟებეს ეს 6 ერის ორგანიზატორები და ამ ეტაპზე არ შევყავართ იქნებ რაიმე სხვა ტურნირის ორგანიზების წინადადებით შევიდეთ ქართველები რაგბის საერთაშორისო ფედერაციაში იმ გინდებთან ერთად, რომელზეც მამუკა საუბრობს. არამგონია ამ გუნდებმა იუკადრისონ ჩვენთან ჯახი, როგორც ამას შეშინებული იტალიელები აკეთებენ
ლევანი
13:30 31-03-2016
0
ერთი მითხარი ჩემო ძმაო 1981 წლის გარდა რა წარმატება ჰქონდა ქართულ ფეხბურთს? და ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა (ისიც თუ როდესმე მოხდება კაცმა არ იცის) რატომ გვაქცევს საფეხბურთო ქვეყანად რაგბისტების ამდენი წარმატების პირობებში? ყველას თავისი გემოვნება აქვს, მე პირადად ქართველი ფეხბურთელების უნიათო ბალეტს მოედანზე ვერ ვუწოდებ ესთეთიკას განსაკუთრებით რაგბისტების თავდადებისა და ჟინის შემხედვარე
giorgi-ს
13:27 31-03-2016
0
რაგბი ძაან მაგარი თამაშია, მაგრამ ფეხბურთის სულ ცოტა მეტი წარმატება (წარმოიდგინეთ მსოფლიოზე გასვლა)გვაჩვენებს, რომ ჩვენ მაინც საფეხბურთო ქვეყანა უფრო ვართ. მე პირადად ფეხბურთს რაგბის ვერ შევადარებ ფეხბურთი სულ სხვა ესთეტიკაა
giorgi
12:07 31-03-2016
0
აბსოლუტური სიმართლეა ყველაფერი რაც თქვა! მამუკა გორგოძის სიტყვის ბანზე აგდება პარისეს არ გამოუვა...
შეხვდებიან სადმე მოედანზე;)
0
გულში გენაცვალეთ !!! რუმინეთთან თამაშის მერე ჯერ კიდე ვერ გამოვსულვარ ემოციებიდან. სულ უფრო და უფრო მიყვარდება რაგბი.მამუკა იმედი მაქვს ნაკრების ყველა წევრი შენნაირად აზროვნებს.თქვენნაირი ქართველები სჭირდება ეხლა ჩვენს სამშობლოს.
გოგლა
09:44 31-03-2016
0
ისეთი მოზომილი სიტყვა -პასუხი აქვს ელჩად უნდა დანიშნონ.
ნანა
23:21 30-03-2016
0
მამუკა გენაცვალე,კაცი ხარ მინდორზე და ცხოვრებაშიც.
sake
22:20 30-03-2016
0
ვისურვებდი რაგბის დაფინანსება გაიზარდოს და მთავრობამ გამოყოს მეტი თანხა რაგბისათვის. ყურადღება მიექცეს ბავშვთა რაგბს, სკოლებში შემოიღონ რაგბის წრეები ანუ ბავშვობიდან უნდა გავუღვივოთ ყველას რაგბის სიყვარული. დიდი მადლობა გორგოძეს და ყველა იმ მორაგბეს ვინც საქართველოს ნაკრების მაისურს ღირსეულად ატარებს!
emzari
21:51 30-03-2016
0
ადამიანი ლეგენდა, გმირი, თავმდაბალი, გაწონასწორებული და მისაბაძი!!!
რამო ბათუმი
17:24 30-03-2016
0
ragbis giji-ს, ძალიან, ძალიან კარგი იდეაა და თხოვნით მივმართავ თი-ბი-სი ბანკს, როგორც ჩვენი რაგბის მთავარ სპონსორს და არამარტო მივმართავ, არამედ მივაწვდენ კიდეც ხმას. ვიცი, რომ გარკვეული მიმართულებით ასპონსორებენ სხვადასხვა სახის ფილმების გადაღებას და იქნებ ამაშიც ამოუდგნენ ქართულ რაგბის გვერდში. მეტიც, ეს არ იქნება მარტო ჩვენი რაგბის ისტორია და მისი პოპულარიზაცია, ეს იქნება პატრიოტიზმის, ჟინის, თავდადების, ერთგულების, აზროვნების პოპულარიზაციაც.შეიძლება ცოტა სენტიმენტალურიც კი იყოს მათთვის ვინც საქართველოს ისტორია არ იცის და დაეხმაროს მათ სხვა კუთხით დაინახონ ქვეყანაც და ამ ბიჭების ასეთი თავდადება. მაგრამ ეს უკვე სცენარისტებისა და რეჟისორებისთვის მიმინდია ...
rezo110
17:17 30-03-2016
0
ვეთანხმები გორგოძეს შემფასებელ წინა კომენტატორს, რომ ის მოაზროვნე კაცია. ~ველოდები~ მის დაბრუნებას საქართველოში, რათა რაგბი რეალურად გახდეს #1 სპორტი და ამის თავი და ბოლო მდგომარეობს ადგილობრივ შეჯიბრებებზე მაყურებელთა ისეთივე დასწრებაში, როგორც მხოლოდ ნაკრებების თამაშებზეა.რაგბი უნდა გახდეს - ქართველების ნომერ პირველ ~სანახაობად~, ფეხბურთიც იყოს.
გივი მრელაშვილი
16:38 30-03-2016
0
ერთი ვინმე მადლიან ადამიანს,ჩვენს სახელოვან კინორეჟისორებს თავში მოუვიდეთ აზრი,რომ ერტი კარგი ქართული მხატვრული ფილმი გადაიღონ ქართულ რაგბიზე,მის ფესვებზე..აი ისეტი ქალბ-მა ნანა მჭედლიძემ რომ გადაიღო "პირველი მერცხალი"..გავაგებინოთ მთელ სამყაროს რომ რაგბი,ჩვენებურად "ლელო' ჯერ კიდევ როდის არსებობდა,რომ ბრიტანელებზე დიდი ფესვები გვაქვს ამ სპორტში..მერე იქნებ სხვანაირად შემოგვხედონ..ეს ხომ მართლა ჩვენი სულის ნაწილია!
ragbis giji
16:36 30-03-2016
0
მართალია პარისე, ჩვენთვის ჯერ კიდევ ადრეა ექვსი ერის გათამაშება... მართალია ჩვენ ძალიან გვინდა მანდ მოხვედრა და ამით კლასის ამაღლება, მაგრამ იმას რატომ არ კითხულობთ, იმათ, ხუთი ერის წარმომადგენლებს უნდათ ამ სიშორეზე წამოსვლა არაფრის მომცემისთვის, იქნებ ისევ იტალიაში ჩასვლა ურჩევნიათ, იქაც არაფრისთვის, მაგრამ ტურიზმისთვის და ბოლობოლო კომფორტისთვის კი...
okribeli
16:35 30-03-2016
0
ერთი მოადე ყბაში იმ პარისეს, სადმე კარგ სიტუაციაში და მერე იქნებ ჩაიგდოს ენა, თუ არ ვცდები ეგ ნატურალიზირებული არგენტინელია და თუ ეგეთი მაგარია, წაეთრიოს თავის ქვეყანაში და იქ ითამაშოს.
ბბ
15:43 30-03-2016
0
რატომ არის რაგბის ნაკრები უფრო წარმეტებული ვიდრე ფეხბურთის? მოთამაშეების ინტელექტშია განსხვავება!! მანათეს ქართველი ფეხბურთელი ასეთივე გაწონასწორებული და თავმდაბალი ინტერვიუ!!
gulSematkivari
15:38 30-03-2016
0
სწორად, პროფესიონალურად და ვაჟკაცურად საუბრობს
levan
14:37 30-03-2016
0
ვამაყობ რომ შენნაირი ადამიანი არსებობს დზაან მაგარი ადამიანი ხარ გენაცვალე
guro
14:32 30-03-2016
0
რაინდის წოდება ეკუთვნის ამ გმირს.თუ ამ ტემპით გააგრძელეს ჩვენმა ფეხბურთელებმა,მაშინ მართლა გახდება რაგბი ნომერი 1 სპორტი.
mamuka71
14:31 30-03-2016
0
ვამაყობ რომ შენნაირი ადამიანი არსებობს დზაან მაგარი ადამიანი ხარ გენაცვალე
guro
14:31 30-03-2016
0
მამუკა, ფეხბურთელებს ასწავლე რა თავმდაბლობა..
ქუთაისელი
14:29 30-03-2016
0
სიტყვები უძლურია რათა ამ კაცის ღისებები
გამოხატო! ჭეშმარიტი მამულიშვილი და სასიქადულო სპორტსმენი. აბსოლუტურად ზუსტად თქვა ჩვენი სათქმელი
patrioti
14:22 30-03-2016
0
sulvambobdi da vityvi sportia da ityvian wageba da mogeba zmebi ariano.magram wagebulsac rom gulshematkivari tashs da ovaciebs armogaklebs araxar wagebuli..p.s.amaswin daweret tulonma qartveli bombi sheizinao da daweret tusheizleba vinaa es (alxazishvili)tulonis shemadgenlobashi mevervxedav,an tulonistvis tu bombia davijero chven arcert asakis nakrebs armoergo an axalgazdulshi an zvelgazdulshi an saertod??mogvawodet informacia tu ar dagvzardebit...madloba..
0
ჩემი აზრით ეს კაცი გარდა იმისა, რომ კარგია სპორტსმენია, დამატებით გახლავთ კარგი მოაზროვნე და მჭერმეტყველი. რა კარგი ინტერვიუ მისცა. ვაფასებ ასეთ ადამიანებს!!
გულშემატკივარი
13:55 30-03-2016
0
ქართველი კაცის ეტალონი! გაიხარე!
ვაჟა
13:53 30-03-2016
0
მისაბაძი ადამიანია
qartveli
13:53 30-03-2016
0
სიტყვები არ მყოფნის, შეადარეთ ქართველი ფეხბურთელების ინტერვიუებს. რაგბი საყოველთაო მასობრივი ლამის სავალდებულო სპორტი უნდა გახდეს საქართველოში.
merabi
13:00 30-03-2016
0
ნუ მოწყენთ ბიჭებო მოვა დრო და პარესიცა და ბევრი სხვებიც ბოდიშს მოიხდიან ქართული რაგბის წინაშე
misha
12:57 30-03-2016
0
სიახლეები პოპულარული