Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებს" ასპარეზი ეცოტავებათ. ამაზე მიუთითებს ზედიზედ მეექვსედ მოგებული ერთა თასი და ამ ტურნირზე მოგებების არნახული სერია. ჩვენს გუნდს ვეღარაფერს მატებს ისეთ გუნდებთან თამაში, როგორებიც რუსეთი, პორტუგალია, ესპანეთი და გერმანიაა. ბოლო დროს კონკურენციას ვეღარც რუმინელები გვიწევენ...

მაგრამ ექვსი ერის კარი ჩაკეტილია. არადა, ერთა თასზე დარჩენის შემთხვევაში ქართული რაგბი უკუსვლისთვის არის განწირული.

საბედნიეროდ, ევროპაში "ბორჯღალოსანთა" ძალა კარგად დაინახეს და მედია, მორაგბეები და ზოგჯერ ჩინოსნებიც უკვე მსჯელობენ სავარაუდო ცვლილებებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანული მედია ღიად უჭერს მხარს ცვლილებებს ევროპულ რაგბიში. ეს სტატია Herald Scotland-დან (ავტორი სტიუარტ ბეზგრეიტი) ამის აშკარა მაგალითია:

"თავიდან, რა თქმა უნდა, იყო მხოლოდ ორი ნაკრები, რომელიც საერთაშორისო მატჩებს მართავდა. ერთხელაც ინგლისსა და შოტლანდიას უელსი და ირლანდია შეუერთდნენ. ასე ჩაეყარა საფუძველი Home Nations Championship-ს 1883 წელს. კვარტეტს 1910 წელს საფრანგეთი შეუერთდა და ასე ჩამოყალიბდა ხუთი ერის პირველობა. ახლა კი ჩვენ ვართ ექვსნი.

ისტორია კი, არა მარტო რაგბიში, არამედ ყველაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება, გვასწავლის, რომ არაფერი რჩება უცვლელი დიდი ხნით. ეს კი აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ ახლანდელი ექვსი ერის ფორმატი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებს (რაც იტალია დაგვემატა), აუცილებლად შეიცვლება.

ბოლო წლებში მუდმივად ისმის მოწოდებები, რომ ექვსი ერის ბოლოადგილოსანი უნდა დაქვეითდეს. შარშან ეს რისხვა შოტლანდიელებს დაგვატყდა თავს, წლეულს - იტალიელებს.

ბოლო წლებში ექვსი ერი ორი სხვადასხვა დონის გუნდის ტურნირად ჩამოყალიბდა. გავიხსენოთ, რა თქვა სერ კლაივ ვუდვორდმა პირველი ორი ტურის შემდეგ: "ინგლისმა კარგად დაიწყო ექვსი ერის "მეორე დივიზიონის" გუნდების წინააღმდეგ თამაში. ვნახოთ, რას იზამს ის ნამდვილ კონკურენტებთან".

ინგლისმა, საბოლოო ჯამში, "პირველი დივიზიონის" გუნდებთანაც ბრწყინვალედ ითამაშა და სლემით მოიგო ექვსი ერი. ვუდვორდს გააკვირვებდა შოტლანდიის მიღწევა - ჩვენ საფრანგეთი დავამარცხეთ და ამის წყალობით, მათ საბოლოო ცხრილში გადავუსწარით, მთელი ზეწოლა კი იტალიაზე მოდის, რომელიც მართლაც ჩამორჩება დანარჩენ გუნდებს.

ამასობაში, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არა მარტო საუკეთესო გუნდია ექვსი ერის გარეთ, არამედ ქვეყანაში რაგბის პოპულარულობა გაზრდილია. ეს ჩვენ ვნახეთ გასულ უქმეებზე, როცა თბილისში საქართველოს გამარჯვებას რუმინეთის ნაკრებთან 52 ათასი ადამიანი დაესწრო. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ მოიგო ევროპის ერთა თასი.

ასე რომ, მარტივია, არა? მოვისროლოთ იტალია და შემოვუშვათ საქართველო! ეს მაშინ, თუ მხოლოდ ერთი კრიტერიუმით მივუდგებით საკითხს და დავიჩემებთ, რომ ტურნირზე აუცილებლად 6 გუნდი უნდა თამაშობდეს.

ექვსი ერი მხოლოდ რაგბი არ არის, ეს არის ნამდვილი ტურისტული ინდუსტრია. ზოგი მხოლოდ იმიტომ მიჰყვება ნაკრებს, რომ 80 წუთი სტადიონზე გაატაროს და საკუთარ გუნდს უგულშემატკივროს, მაგრამ ზოგს უბრალოდ სურს, დალიოს დუბლინში, ნახოს ვატიკანი ან უბრალოდ, გაერთოს ევროპის რომელიმე ქალაქში ვიქენდზე.

ასე რომ, რაგბის გულშემატკივართა უმეტესობა ისეთ ყურადღებას არ აქცევს შედეგებს, როგორც გავარდნის მომხრე ექსპერტები აქცევენ.

დიახ, თუკი იტალიას გავაგდებთ, სარაგბო თვალსაზრისით, უკეთესი სეზონი გველის, მაგრამ განა ბევრი სარაგბო ქვეყანა არსებობს, რომ ასე იოლად დავთმოთ ერთ-ერთი? თუკი საქართველო იტალიას ჩაანაცვლებს, იტალიას გაუჭირდება უკან დაბრუნება, რადგან ქვედა დონეზე თამაშით წინ ვერ წავა და ეს არავისთვის არის კარგი.

რაშია გამოსავალი? რატომ გავაგდოთ იტალია, მოდი, დავპატიჟოთ საქართველო და ტურნირი 7 ერად ვაქციოთ!

და მაშინ, როცა რუმინეთი ქართველებივით პროგრესს შეძლებს, როცა ეს ნაკრები 80-იანი წლების დიდებას დაიბრუნებს, მოდი, ტურნირი ვაქციოთ რვა ერად!

ყველაზე დიდი პრობლემა ამ შემთხვევაში სათამაშო კალენდრის გადატვირთვაა, სეზონი 22 ტურისგან შედგება, ამას ემატება საშემოდგომო ტესტები, ექვსი ერი, ზაფხულის ტურები...

აქაც შეიძლება გამოსავლის პოვნა. ერთი ვარიანტია საკლუბო ჩემპიონატებში გუნდების რაოდენობის შემცირება. ამას, რა თქმა უნდა, კლუბების ნაწილი შეეწინააღმდეგება.

შესაძლებელია სანაკრებო სიების გაზრდა, მეტი მორაგბის დამატება ნაკრებებში, ზოგიერთ გუნდთან ვარსკვლავების დასვენება და ასე შემდეგ.

ან კიდევ ერთი ვარიანტი - 2-3 სეზონის შემდეგ 8 ერი ორ დივიზიონად დავყოთ, ზედა ოთხეულიდან ერთი ვარდებოდეს და მას ცვლიდეს ქვედა ოთხეულის გამარჯვებული. რა თქმა უნდა, ამ ვარიანტსაც აქვს თავისი ნაკლი, მაგრამ შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ტურნირის განვითარების ახალი ეტაპი".
რაც ჩვენები გავიდნენ ევროტურნირებზე, აი, ოცი წელია მუდამ ვამბობ, ვწერ, ვყვირივარ, რომ ჩვენი სახელოვანი ნაკრები ვერ მიაღწევს სანუკველ ოცნებას მანამდე, სანამ ადგილობრივ შეჯიბრებეზე ტრიბუნები ცარიელი იქნება, ანუ, - ვიდრე რაგბი არ იქცევა ჩვენი ცხოვრების წესად, სანახაობად!
გივი მრელაშვილი
16:47 30-03-2016
0
ყოველწლიურად კენჭისყრით (სასურველია განთესვით) შედგეს 2 ოთხ გუნდიანი ჯგუფი, თითო თამაში გამართონ ერთმანეთთან, პირველ-მეორე ადგილოსნები ნახევარფინალში ითამაშებენ, მესამე და მეოთხე გუნდები, მეხუთე ადგილისთვის, სულ მოუწევთ 5 თამაშის ჩატრება არც კალენდარი გადაიტვირთება და მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილი იქნება
0
6 ერი ევროპაა იუზგარ.
ivan
02:42 30-03-2016
0
პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ მომხრე ვარ ქართული რაგბის წინსვლის, მაგრამ, ერთი რაღაც მაინტერესებს და თუ ვინმე მიპასუხებს დიდი მადლობელი დაგრჩებით... http://www.worldrugby.org/rankings#mru ეს არის მსოფლიო რაგბის სტატისტიკა სადაც ჩვენ ვართ 12-ე ადგილზე. როცა ჩვენ ვითხოვთ 6 თუ 8 ერში მონაწილეობას და თუ დაგვთანხმდნენ ამაზე, მაშინ რეიტინგში ჩვენზე წინ მყოფ ნაკრებები არ იმსახურებენ 6 ერს? ან მათ არ ექნებათ იგივე პრეტენზია რაც ჩვენ გვაქვს?
rugby
01:32 30-03-2016
0
უნდა შიცვალოს ფაქტია!
laSa
15:43 27-03-2016
0
6 ერი მალე აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ ჩვენთვის, ბევრი მიზეზის გამო, ჯობია ისეთი(ან უფრო ძლიერი) კალენდარი, როგორიც წელს გვაქვს
0
ცოტნე დადიანს! რაც შეეხება სპორტულ და კომერციულ ინტერესს: იმავე რაოდენობის სათამაშო დღეებში (5 ტური) 15-ს ნაცვლად 20 თამაში გაიმართება გულშემატკივრების გასახარად და შესაბამისად გაყიდული ბილეთების, ტელერეპორტაჟების, რეკლამის და ა.შ. შედეგად უფრო მეტი შემოსავალი შეუვათ
T.D.
17:29 25-03-2016
0
ჩვენს მიერ ქვემოთ მოყვანილი შესაძლო ვარიანტის მიხედვით, 6 ერის ყველა გუნდი ერთმანეთში მხოლოდ თითო გუნდს ვერ შეხვდებიან ტურნირში. ისე, მსოფლიო რაგბის მამების და 6 ერის ორგანიზატორების კეთილი ნება და რაიმე ინტერესი უნდა იყოს, თორემ "მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლია"-ს პრინციპით შენს მიერ მოყვანილზე უფრო "მძიმე" არგუმენტებს დადებენ.
T.D.
15:26 25-03-2016
0
ზუსტად მაგის დაწერას ვაპირებდი, სინები, ფიალები და ა.შ. გათამაშდეს როგორც 7 კაცა რაგბიში და 5 ტური გამოვა აქაც, ზუსტად იმდენი რამდენსაც ახლა თამაშობენ.
irakli Apkhaidze
14:27 25-03-2016
0
T.D.-ს.
ოთხგუნდიანი ჯგუფების შენეული წყობაც არ არის ცუდი, მაგრამ ამას არასდროს დათანხმდება თავად 6 ერი, რადგან სეზონმა შეიძლება ისე ჩაიაროს, რომ ინგლისი ერთხელაც არ შეხვდეს ირლანდიას, ან უელსი საფრანგეთს და ა. შ. სისტემა ისეთი უნდა იყოს, რომ ჩვენც წაგვადგეს და მათაც მოეწონოთ. საკუთარი სპორტული თუ კომერციული ინტერესების ხარჯზე, ცხადია, არაფერს დაგვითმობენ.
ცოტნე დადიანი
11:07 25-03-2016
0
ორ ჯგუფიანი ტურნირი მგონი გამოსავალია, თუ ვინმე მოგვისმენს საერთოდ
0
ლევანი მართალი ხარ, ოკეანეთის გუნდები არიან ევროპული გრანდების "ტოლი" ან ძალიან ცოტაა სხვაობა მათ შორის, მაგათი შემარცხვენელი და ძალიან უხერხული მეტოქეები იქნებიან ძალით. თან ისინი ნაღდ რაგბს თამაშობენ, ევროპული რაგბი რაგბი არაა რაგბი არის სამხრეთული რაგბი, უელსი თამაშობს სამხრეთულად მაგალითად. ასე რომ ყველა ვარიანტში ოკეანეთის გუნდები უფრო ჯობია ჩვენთვის, ჯობია კი არა ძალიან კარგია.
ზვიადი
05:18 25-03-2016
0
ძირითადი პრობლემა სანაკრებო "ფანჯრებია".კლუბები აჯანყდებიან თუ სანაკრებო ფანჯრები გაიზრდება. მაგრამ პრობლემა შეიძლება გადაწყდეს შემდეგნაირად:6-ის ნაცვლად 8 ნაკრების შემთხვევაში, გუნდები დაიყოფიან ორ ქვეჯგუფად. ჯგუფებში სამი სათამაშო დღე (ტური), პლუს ნახევარფინალები (ჯგუფში პირველები ხვდებიან მეორეებს და მესამეები-მეოთხეებს) და ფინალები (პირველი, მესამე, მეხუთე და მეშვიდე ადგილებისთვის), ესეც კიდევ ორი სათამაშო დღე, ე.ი. სულ ხუთი სათამაშო დღე. ეს იმდენივეა რასაც 6 ერი თამაშობს, ანუ 5 სათამაშო დღე (კვირა).
T.D.
02:05 25-03-2016
0
ყოველ 4 წელიწადში რომ გაიმართოს ჩემპიონატი ისედაც ჩამორჩენილი ევროპული სანაკრებო რაგბი უფრო მეტად ჩამორჩება ოკეანეეთის ნაკრებებს მათ შორის იაპონიას და არგენტინას. სამოა ფიჯი და ტონგა როგორც არაფერი ისე მოუგებენ ევროპულ გრანდებს მათ შორის იაპონიაც ასე რომ სხვა გამოსავვლის ძებნაა საჭირო
levani
00:01 25-03-2016
0
გამოსავალი 8 გუნდიანი ევროპის ჩემპიონატიაა!ყოველ 4 წელში
გია
21:24 24-03-2016
0
ჩაატარეთ ევროპის ჩემპიონატი 10 ან 12 გუნდიანი.
lomu
19:52 24-03-2016
0
ამაზე უფრო ჭკვიანური ჯერ არაფერი დაუწერიათ. ცოტას დავხვეწდი: უნდა მოისპოს თვით სახელდება „ექვსი ერის თასი.“ ეწოდოს ევროპის ერთა თასის ელიტდვიზიონი, რომელიც ორ ოთხგუნდიან ჯგუფად დაიყოფა. 6 ტური ცხადია,მცირეა, ორივე ჯგუფში სტუმარ-მასპინძლობის გარდა გაიმართოს მესამე - ნეიტრალური მინდვრის წრე, რომელშიც პირველი ჯგუფის მატჩებს მეორე ჯგუფის ქალაქები უმასპინძლებენ და პირიქით. 9 ტური უკვე ნორმალურია. თან ეს სისტემა რაგბის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს, ყბადაღებული ტურისტული ინდუსტრიის ინტერესებსაც წაადგება და მეორე ჯგუფის გუნდებისთვისაც დამატებითი სტიმული იქნება. პირველი ჯგუფის მეოთხეაგილოსანი მეორე ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება პლეი-ოფში, ისევე როგორც მეორე ჯგუფის ბოლოადგილოსანი - რვაგუნდიანი პირველი დივიზიონის გამარჯვებულს. ელიტდივიზიონი ორი ოთხგუნდიანი ჯგუფით და რვაგუნდიანი პირველ-მეორე დივიზიონები საუცხოოდ შეეფარდება ევროპულ სარაგბო სამყაროში დღეს არსებულ მდგომარეობას.
ცოტნე დადიანი
19:47 24-03-2016
0
საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაა.
gulshematkivari
18:15 24-03-2016
0
სიახლეები პოპულარული