ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნები" ნოემბერში 2 ტესტ-მატჩს სამშობლოში გამართავენ

AutoSharing Option
დღეს, 24 მარტს, სტადიონ "შევარდენის" მედიაცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე უძღვებოდა.

შეკრებაზე განხილული თემებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გახლდათ "ბორჯღალოსანთა" ნოემბრის ტესტ-მატჩები.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს და ორივეში მასპინძლის სტატუსი ექნება. ერთ-ერთი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება, რომელიც დედაქალაქს 12 ნოემბერს ესტუმრება. 18-ში "ბორჯღალოსნები" სამოას უმასპინძლებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" შოტლანდიას სტუმრად დაუპირისპირდებიან, მანამდე კი, 11 ივნისს, სამოას შეხვდებიან, 18-ში ტონგას, 25-ში კი ფიჯის ეთამაშებიან.