ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

ისტორიული შედეგი: "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურდნენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა.

"ბორჯღალოსნები" ახალ რეიტინგში, რომელიც დღეს განახლდა, 72.21 ქულით მე-12 ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრები რეიტინგში ასე მაღლა არასდროს ყოფილა და ეს ისტორიული შედეგია.

ქართველმა მორაგბეებმა რეიტინგში უკან ჩამოიტოვეს ტონგასა (13) და იტალიის (14) ნაკრებები.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს "ბორჯღალოსნებმა" ევროპის ერთა თასზე რუსეთის ნაკრებს სოჭში 24:7 სძლიეს, ხოლო იტალია ექვსი ერის ტურნირში ირლანდიასთან ანგარიშით 15:58 დამარცხდა.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ