ისტორიული შედეგი: "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურდნენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა.

"ბორჯღალოსნები" ახალ რეიტინგში, რომელიც დღეს განახლდა, 72.21 ქულით მე-12 ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრები რეიტინგში ასე მაღლა არასდროს ყოფილა და ეს ისტორიული შედეგია.

ქართველმა მორაგბეებმა რეიტინგში უკან ჩამოიტოვეს ტონგასა (13) და იტალიის (14) ნაკრებები.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს "ბორჯღალოსნებმა" ევროპის ერთა თასზე რუსეთის ნაკრებს სოჭში 24:7 სძლიეს, ხოლო იტალია ექვსი ერის ტურნირში ირლანდიასთან ანგარიშით 15:58 დამარცხდა.

Sportall.Ge
"გერმანიის, ესპანეთისა თუ ბრაზილიის დამარცხება"შენ ძმაო სრულ ჭკუაზე ვერა ხარ და არ არის აუცილებელი შენის მხრიდან კომენტარების წერა, მხოლოდ იმიტომ რომ წერა იცი!
gogas
13:41 15-03-2016
0
ეგ იმიტომ გოგა ძმა რო ფეღბურთში დიდი ფული ტრიალებს და იტალიას შეუძლია ნებისმიერ გუნდთან წააგოს მე მაგას არ ვთვლი სპორტად სადაც ფული წყვეტს და არა თამაში რაგბში იმიტომ ვერ მოიგებს რო არ იმაზება ამიტომ არის მაგარი სპორტი თავის ქვეყანას არ გაყიდიან და გულშემატკივრებს არ უღალატებენ
gogas
13:00 15-03-2016
0
ისე რა უცნაური სპორტია ეს რაგბი, მეთორმეტე ადგილზე ვართ და პირველ, მეორე ან თუნდაც მე-5 მე-6 ადგილზე მყოფ გუნდთან მოგებაზე მხოლოდ თავზეხელაღებული მეოცნებე თუ იფიქრებს. ფეხბურთში კი ოცდამეათე, მეორმოცე ნაკრებმა სულ ადვილი შესაძლებელია რეიტინგის პირველი ნომერი დაამარცხოს. ასმეოცე ადგილზე თუ კიდევ უფრო ქვემოდ ვართ ფეხბურთში და უფრო რეალურია გერმანიის, ესპანეთისა თუ ბრაზილიის დამარცხება ვიდრე რაგბიში ზელანდიისა. აი ამიტომ არის ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტი და ამიტომ ვერასდროს ვერ მივა მასთან რაგბი.(მაპატიონ რაგბის გულშემატკივრებმა, მეც მიყვარს რაგბი და ვამაყობ ჩვები ბიჭებით)
goga
10:22 15-03-2016
0
6 ერი ჯერ ადრეა ჩვენთვის, ორი წლის სამუშაო მაინც არის ჩასატარებელი ჯერ, რათა ცოტა არ იყოს გაუთანაბრდე იტალიას და დაამარცხო.
giotgi
10:07 15-03-2016
0
გილოცავთ ამ დიდ წარმატებას !!! ალბათ ეს არის ის წარმატება რასც ჩვენი ბიჭები აღწევენ შრომით !!! და დროა ეს წარმატება დაუფასდეთ !!!დროა ექვსი ერის ბოლო ადგილოსანს დაგვაპირისპირონ და დამსახურებულად შეგვიშვან იქ სადაც ჩვენი ადგილია !!!მჯერა სტადიონს შეავსებს გულშემატკივარი და გამოცნდება მცოფლიო დონის სპონსორიც !!! რადგან რუსეთშიც გყავს ქომაგები (მათი შეძახილების (საქართველო საქართველო!!!)ფონზე მიდიოდა მთელი თამაში)და მე მჯერავს საქართველოში ალბათ გადავჭედავთ ტრიბუნება!!!ახლა ბიჭების მოტივაცია არ უნდა განელდეს რომ შევლიწინდეთ ექვს ერში!!! და მსოფლიოზეც გამოვიდეთ ღირსეულად !!! რაგბი ჩვენი თამაშია !!!
ფრიდონი
09:18 15-03-2016
0
არა მაგარია რა, 6 ერში არ გვიშვევბენ მაგრამ რეალურად ვართ საუკეთესო 6 ში ევროპაში ფაქტია უკვე;) გილოცავთ!
vato
01:44 15-03-2016
0
ჩვენი ლომები ისე იბრძვიან და ისე თამაშობენ ყველა თამაშს უნდათ თუ არა ძალიათ მივახვედრებთ ზევით რომ ჩვენი ადგილი 6 ერშია. ასე გააგრძელებ ბიჭებო და ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გაგვიხარდება. ჩვენი გულები კი არასოდეს მოგაკლდებათ პატარა საქართველოდან.
dadu
19:44 14-03-2016
0
ჩვევნს გარეშე დიდი რაგბი წარმოუდგენელია და ამას მალე უნდა მიხვდნენ "ზემოთ" :)
levan
18:08 14-03-2016
0
სიახლეები პოპულარული