მილტონ ჰეიგი: რაგბი, როგორც ეროვნული თამაში, მხოლოდ სამ ქვეყანაშია!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ჰეიგმა საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც, ლევან კოღუაშვილს რაგბის ბურთს "ბორჯღალოსნების" ავტოგრაფებით გადასცემს.

ცნობისთვის, მილტონ ჰეიგმა პასუხი მხოლოდ იმ კითხვებს გასცა, რომელსაც თან საკონტაქტო ინფორმაცია ახლდა, 4-5 კითხვა კი უპასუხოდ დატოვა.

ქვემოთ, ჩვენი აზრით საინტერესო, რამდენიმე კითხვა-პასუხს წარმოგიდგენთ. "ინტერნეტკონფერენციის" სრულად ნახვა კი აქ შეგიძლიათ (იხილეთ ბმული).

ლევანი:
- საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა უცხოელმა სპეციალისტმა დაიჩივლა, 11 ქართველის ერთ მუშტად, გუნდად შეკვრა ურთულესი საქმეაო -
ხაზი უდისციპლინობას გაუსვა. ძალიან საინტერესოა, თქვენ როგორ შეძელით 15 ქართველის ჰარმონია?

- გუნდურობის კულტურის დანერგვა, პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელის საქმეა, შემდეგ კი ამას გუნდის საუკეთესო და ყველაზე ავტორიტეტული მოთამაშეები ინარჩუნებენ. ამ კულტურის ნაწილი არის ის, რომ ჩვენ გუნდურ ფასეულობებს პირველ ადგილზე ვაყენებთ და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის.

ალექსი:
- გამარჯობა. ახალზელანდიელების და ქართველების რამე საერთო მენტალური თვისება თუ შეგიმჩნევიათ და, როგორც წარმატებულ მთავარ მწრვთნელს, გამოგიყენებიათ თუ არა ის? დიდი მადლობა.
- დიახ, რამდენიმეა. მათ შორის თამაშის სიყვარული, სიძლიერე, საბრძოლო სული და "არასოდეს დანებდე" დამოკიდებულება.

სოსო:
- სამი რამ, რომელთა გამოც საქართველო სამუდამოდ თქვენს გულში დარჩება.
- ხალხი, სამზარეულო და მთები.

ლაშა:
- გამარჯობა, ბატონო მილტონ. როგორც შიდა სამზარეულოში ჩახედული კაცი, როგორ ფიქრობთ, რა არის ჩვენი ნაკრებისა და ქართული რაგბის მაქსიმუმი და რა დროში შეიძლება ამის მიღწევა? წინასწარ მადლობა.
- მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა.

- ბატონო მილტონ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გაწეული სამუშაოსთვის, თქვენ მართლაც გამორჩეული მწვრთნელი და პიროვნება ბრძანდებით. რაღაცნაირად, გული მიგრძნობს, რომ, თქვენი აზრით, რაგბი ჩვენი და ახალზელანდიელების თამაშია. მართალია?
- ჩემი აზრით, რაგბი, როგორც ეროვნული თამაში, მხოლოდ სამ ქვეყანაშია. ესენია: ახალი ზელანდია, უელსი და საქართველო!

იხილეთ ინტერნეტკონფერენციის სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ არ ვცდები ტანვარჯიშზე დადის ბ. მილტონის ქალიშვილი.
ილია ნაცვლიშვილი
15:39 12-03-2016
0
აქ კომენტარში დაწერეს "თქვენი ქალიშვილის ნიჭის შესახებ საქართველოში ბევრს საუბრობენ და რა უფრო გაგეხარდებათ საქართველოს რომ მოუტანოს ოქრო...."! მაინტერესებს რომელი სპორტით არის დაკავებული მილტონის ქალიშვილი?? იქნებ ვინმემ მიპასუხოს......... მადლობა წინასწარ
milosh
01:30 12-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული