"ბორჯღალოსნები" ვარჯიშობენ, რუსები დანაკლისს მისტირიან

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. "ბორჯღალოსნები" შაბათს, სოჭში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

დღეს, 10 მარტს, ჩვენი გუნდი "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ღია ვარჯიშს 16:00 სთ-იდან გამართავს, სადაც ჟურნალისტებისა და ქომაგებისთვის დასწრება თავისუფალია.

ამასობაში კი მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან მათთვის არცთუ სახარბიელო ინფორმაცია ვრცელდება.

"რუსეთის ნაკრების შერკინების კვაჭი სტანისლავ სელსკი ტრავმის გამო ვერ შეძლებს შაბათს საქართველოს ნაკრებთან თამაშს. ის უკვე გაემგზავრა შინ კრასნოიარსკში. მის ნაცვლად ალექსანდრ პერვუხინმა "ენისეის" შერკინების კვაჭს შამილ მაგომედოვს უხმო.

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო ქართველებთან
თამაშს გამოტოვებენ მორკინალები - პაველ ბუტენკო და ევგენი მატვეევი, ასევე, უკანახაზელი სერგეი ტრიშინი. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს პირველხაზელი აზამატ ბიტიევი" - იტყობინება რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი rugby.ru.

შეგახსენებთ, რომ თამაში სოჭში, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

საქართველო
პირველი ხაზი: ზურაბ ჟვანია, გიორგი მელიქიძე (ორივე-სტად ფრანსე), კარლენ ასეიშვილი (ბრივი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), შალვა მამუკაშვილი (გლაზგო), ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), საბა შუბითიძე (აკადემია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი)
#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ყოჩები)
#12-13: თამაზ მჭედლიძე (აჟენი), დავით კაჭარავა (ენისეი)
#11-14: გიორგი ფრუიძე (აია), ალექსანდრე თოდუა (ლელო), მურაზ გიორგაძე (არმაზი), გიორგი აფციაური (არმია)
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

ევროპის ერთა თასი 2016. IV ტური
12 მარტი
ესპანეთი-პორტუგალია
რუმინეთი-გერმანია

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +126 15
2. რუმინეთი 3 3 0 0 +58 14
3. რუსეთი 3 2 0 1 -2 9
4. გერმანია 3 1 0 2 -55 5
5. ესპანეთი 3 0 0 3 -36 2
6. პორტუგალია 3 0 0 3 -74 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
როცა არ აკლდათ რა ქნეს რო?შეიძლება თავსაც არიდებენ იციან რაც მოელით.
asea es
17:26 10-03-2016
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო !!! წარმატებები !!!
SOXUMELI
17:09 10-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული