"ბორჯღალოსნები" რუსეთში გამგზავრებამდე ღია ვარჯიშს 10 მარტს გამართავენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც რუსეთთან გასამართი ევროპის ერთა თასის მატჩისთვის ემზადება, 10 მარტს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიშს ჩაატარებს.

ვარჯიში 16:00 საათზე დაიწყება, გულშემატკივრებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის დასწრება თავისუფალია.

ფოტო-ვიდეოგადაღება ნებადართულია ვარჯიშის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში, სინქრონების ჩაწერის შესაძლებლობა კი ჟურნალისტებს ვარჯიშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა სოჭში, 12 მარტს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება და მის ტელერეპორტაჟს საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით ბიჭებო აბა თქვენ იცით ბონუს ქულით უნდა მოიგოთ ყველა შეხვედრა რუმინეთთანაც რომ კიდევ ერთხელ ალაპარაკდეს რაგბის მსოფლიო დელექაცია და იქნებ წავიწიოთ წინ თორემ ესე ერთ ადგილზე ბუქსავით ვერაფერს მივაღწევთ
misha
20:28 09-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული