დაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს და მოიგე რაგბის ბურთი "ბორჯღალოსანთა" ხელმოწერებით

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგია. მწვრთნელი მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და რაგბის ბურთს უსახსოვრებს, "ბორჯღალოსნების" ხელმოწერებით.

ჰეიგისთვის კითხვების დასმა უკვე დღეიდან არის შესაძლებელი. კითხვების მიღება 5 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს.

გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვა არ უნდა აღემატებოს 30 სიტყვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შემოკლდება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს.

შეგახსენებთ,
რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის გათამაშებაზე პირველ სამ (გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი) შეხვედრაში სამი გამარჯვება მოიპოვა, 12 მარტს კი "ბორჯღალოსნები" სოჭში ჩავლენ და რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, რუსეთთან სოჭში გამარჯვება ჩვენი ნაკრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორც ესპანეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ითქვა, "ბორჯღალოსნები" სათამაშო სტილის შეცვლას და სულ სხვა რაგბის თამაშს აპირებენ, რაც, ესპანეთთან, გარკვეულწილად, გამოჩნდა კიდეც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული