"ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ესპანეთთან შეხვედრისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამატჩო რაზმი ესპანეთთან რაგბი ევროპას მესამე ტურის მატჩისთვის ცნობილია.

სამატჩო რაზმში იგივე შერკინებით
ესპანეთთან "ბორჯღალოსანთა" შერკინების დამწყები რვეული იგივეა, რაც ორი კვირის წინ, პორტუგალიაში გვეყენა. ხაზში კი ორი სიახლეა - ცენტრში, მერაბ შარიქაძის ნაცვლად იწყებს გარემარბი თამაზ მჭედლიძე, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი შუამარბათაც მოიაზრებს. მჭედლიძის ნაცვლად ფრთაზე მარქაფიდან დაწინაურდა გიორგი აფციაური. შარიქაძეს ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული და სამწვრთნელო შტაბმა მისი დასვენება გადაწყვიტა.

პირველი სანაკრებო კეპის მოხვეჭის შესაძლებლობა აქვს მარქაფაში მყოფ "ლელო სარასენსისა" და მზარდ საქართველოში ორი კეპის მქონე მეორე-ხაზელ
ნოდარ ჭეიშვილს.


სტატისტიკურ ჭრილში 90-ე კეპებს მიითვლიან ვეტერანი ბექები - მერაბ კვირიკაშვილი და დავით კაჭარავა. "მეკო" თუ 19 ქულას მოკრეფს, "ერთა თასი - რაგბი ევროპის" მონაწილეთაგან პირველი დაძლევს 700-იან მიჯნას, შალვა სუთიაშვილი კი მეათედ უკაპიტნებს ნაკრებს.

"წელს ერთა თასზე ვისთანაც ვითამაშეთ, მათთაგან ესპანეთი ყველაზე რთული მეტოქეა. ორი ძალიან კარგი შეხვედრა გამართეს რუსეთთან და რუმინეთთან და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი გუნდია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს - გვინდა მუდვივად ვაუმჯობესოდ და შევინარჩუნოთ თამაშის ხარისხი, განსაკუთრებით სახლში, ჩვენი ერთგული ქომაგების წინაშე!

ორიოდე დაშავებული მორაგბე გვყავს და მათ კონდიციას ვაკვირდებით. თუმცა დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ თითოეულ პოზიციაზე საკმარისად გვაქვს სიღრმეები და ვინც არ უნდა ითამაშოს, დარწმუნებული ვარ, რომ თავის თავსა და ქვეყანას პატივით წარმოადგენს", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

წარსული რკენები
შაბათს მესხზე ჩვენსა და ესპანეთს შორის მე-17 რკენა გაიმართება. ურთიერთშეხვედრების ისტორია 2000 წლიდან იღებს სათავეს. 16 შეხვედრაში 12-ჯერ "ბორჯღალოსნებმა" იმარჯვეს, 3-ჯერ ესპანელებმა მოგვიგეს და ერთხელაც რკენა ფრედ დასრულდა.

შინ "ლეონესი" 8-ჯერვე დაგვიმარცხებია; მესხის სტადიონზე წინა ორ ჩამოსვლაზე - ბარაქიანი ანგარიშებითაც - 60:0 (2011) და 61:18 (2013).

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის მატჩი 27 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

აქვე გეტყვით, რომ მატჩის ბილეთები 18 თებერვლიდან ონლაინ იყიდება ვებგვერდზე TKT.GE.

22 თებერვლიდან ბილეთები უკვე სტადიონის სალაროებში იყიდება. ფასი 3 და 5 ლარია.

გთავაზობთ "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმს:

Sportall.Ge
Sportall.Ge

- საქართველოსა და ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებები 26 თებერვალს კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული