ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

ესპანელთა თავკაცი: "ბორჯღალოსნებთან" თამაში 8-ათასიან მწვერვალზე ასვლას ნიშნავს

AutoSharing Option
27 თებერვალს საქართველოს ნაკრები ერთა თასის მორიგ შეხვედრას თბილისში გამართავს. მეტოქე ესპანეთია, რომელიც პირველ ორ ტურში, მოულოდნელად, ტოლ-სწორად ეთამაშა რუსეთსა და რუმინეთს და მხოლოდ ბოლოსკენ დამარცხდა ორივე მატჩში.

ესპანელთა თავკაც სანტი სანტოსს მიაჩნია, რომ უკეთეს დროს საქართველოში ჩასასვლელად ესპანეთის ნაკრები ვერც კი ინატრებდა:

"ჩვენ ყოველთვის საბრძოლველად გავდივართ. აქამდე საქართველოში არასოდეს მოგვიგია და ამ გადმოსახედიდან, თითქმის შეუძლებლად მოჩანს, ეს ახლა შევძლოთ, მაგრამ სპორტის ამ სახეობის ხიბლი სწორედ დიდი გამოწვევებია.

ეს დაახლოებით 8-ათასიან მთაზე ასვლაა. მოსაგებად გავალთ. თუ ამას ვერ შევძლებთ, ბონუს-ქულისთვის
ვიბრძოლებთ.

ჩვენ მზარდი გუნდი ვართ, რომლის მიზანი 2019 წლის იაპონიის მსოფლიოს თასზე თამაშია. ამ გზაზე რაც უფრო ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, მით უფრო გავიზრდებით, მით უფრო დავხვეწავთ შერკინებას, მოლს და დაცვაში თამაშს.

ამიტომ ამაზე კარგ დროს საქართველოსთან თამაშისთვის ვერც მოვიფიქრებდით", - განუცხადა სანტი სანტოსმა elconfidencial.com-ს.
ასევე დაგაინტერესებთ