პორტუგალია-საქართველო 3:15 [პირველი ტაიმი]

AutoSharing Option
13 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის 2016 წლის გათამაშების მეორე ტურის მატჩს სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან მართავს. ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე მიმდინარე მატჩში პირველი ტაიმი დასრულდა. ანგარიშია 3:15, "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ.

თამაშის ხარისხს დაღი ცუდმა კლიმატურმა პირობებმა - ქარმა და წვიმამ დაასვა. ანგარიში მხოლოდ მე-20 წუთისთვის გაიხსნა, როდესაც მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა. მანამდე კი, მე-12 წუთზე მსაჯმა დავით ქუბრიაშვილი გააძევა.

მასპინძლებს გასათანაბრებლად სულ ორი წუთი დასჭირდათ - საპირისპირო მხარეს ჯარიმა ზუსტად მაქსიმ ვასიმ შეასრულა.

პირველი ლელო "ბორჯღალოსნებმა" 31-ე წუთზე
30-მეტრიანი მოლით მაინც დადეს, რასაც კაცნაკლულმა პორტუგალიელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. ბურთი გიორგი თხილაიშვილმა დაამიწა. კვირიკაშვილმა ძლიერი ქარის გამო ვერ გარდასახა - 3:8.

ტაიმის დასრულებამდე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ მოასწრეს ლელოს დადება. ვასილ ლობჟანიძემ ხაზი გაჭრა და მერაბ კვირიკაშვილს გაატანინა. "მეკომ" თავადვე გარდასახა - 3:15.

საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. ბექა გორგაძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი აფციაური.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული