პორტუგალია VS საქართველო - გაავებული "მგლების" წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს, 13 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ლისაბონში, ევროპის ერთა თასის მეორე ტურის მატჩში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრა ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე, თბილისის დროით 18:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

* * *
აქამდე "ბორჯღალოსნები" და "ლობუშად" (მგლები) ცნობილი პორტუგალიელები ერთმანეთს 19-ჯერ შეხვდნენ. ურთიერთშეხვედრების ბალანსი 13 მოგებით, 4 წაგებითა და 2 ფრით ქართველი მორაგბეების მხარესაა. ჯამური ანგარიშია 440:265 (ლელოებით 51/16). პორტუგალიასთან ბოლოს 11 წლის წინ დავმარცხდით.

საქართველო-პორტუგალია (ურთიერთშეხვედრები)
1997.19.04 ლისაბონი 17:21
2000.06.02 ლისაბონი 32:30
2001.17.02
ეროვნული 36:12
2002.16.02 ლისაბონი 27:23
2003.16.02 ლისაბონი 30:34
2004.15.02 ვაკე 14:19
2005.05.02 ლისაბონი 14:18
2006.11.03 ეროვნული 40:0
2006.11.11 ეროვნული 17:3
2006.25.11 ლისაბონი 11:11
2008.02.02 ვაკე 31:3
2008.23.02 ლისაბონი 11:6
2009.14.02 ეროვნული 20:20
2010.13.02 ლისაბონი 16:10
2011.26.02 ლისაბონი 13:12
2012.25.02 ავჭალა 32:07
2013.09.02 ვაკე 25:12
2014.08.02 ლისაბონი 34:09
2015.14.02 ვაკე 20:15

პორტუგალიის ნაკრებმა პირველ ტურში სტუმრად წააგო რუმინეთის ეროვნულ გუნდთან 14:39 და ახლა, ორი სეზონის ჯამში ბოლოსწინა ადგილზეა. მას სერიოზული ბრძოლა მოუწევს აუტსაიდერ გერმანიასთან, რათა დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს.

* * *
"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განახორციელა. შერკინების პირველ ხაზში პირველივე წუთებიდანვე ითამაშებს დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე), რომელიც გერმანელებთან დაპირისპირებისას გამოძახებული არ იყო. ანტონ ფეიქრიშვილმა (ბაიონი) სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა, ახალგაზრდა გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) კი შემადგენლობაში არ არის.

ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. რვა ნომრის პოზიციაზე ადგილები გაცვალეს ლაშა ლომიძემ (ბეზიე) და ბექა გორგაძემ (მონ დე მარსანი). უკანა ხაზში დაბრუნდნენ ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გარემარბი თამაზ მჭედლიძე (აჟენი) და შუამარბი მერაბ შარიქაძე (ორიაკი).

დიდი ხნის შესვენების შემდეგ ნაკრებში დაბრუნდა მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე (ალბი). განაცხადში არ არიან მესამეხაზელი საბა შუბითიძე (აკადემია) და ფულბეკი ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

ცხადია, საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იან სმიტმა. შეგახსენებთ, რომ მისი ასისტენტი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ინგლისელი სპეციალისტი დონ კასკია.

"ლობუშებს" საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობა ჰყავს. თუმცა, გუნდში რამდენიმე ძალზე გამოცდილი მორაგბეც ირიცხება. ესენია: ფრანსიშკუ მაგალიაეში, მაიკ ტაჯერი და გონსალო უვა. ეს უკანასკნელი მეორეხაზელია, მაგრამ ამჯერად მწვრთნელებმა ის მესამე ხაზში, რვა ნომრის პოზიციაზე გაამწესეს. პორტუგალიელთა რიგებში არ არის მისი ძმა ვაშკუ უვა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გუნდის კაპიტანი იყო.

პორტუგალია VS საქართველო
პორტუგალია: 15. ფრანსიშკუ მაგალიაეში, 14. მაქსიმ ვასი, 13. მიგელ მაჯედო, 12. ვოლოდიმირ გრიხი, 11. ლუის პორტელა, 10. სალვადორ ვასალო, 9. ლუიშ კერქუინო. 1. ბრუნო მედეიროში, 2. ბრუნო როჩა, 3. მაიკ ტაჯერი, 4. ჯოზე კონდე, 5. ფრანსიშკუ დომინგეში, 6. დუარტე დინისი, 7. დიოგო ვან დენ ტორნი, 8. გონსალო უვა.
16. ნუნო ბეტანკური, 17. ტომაშ აპელტონი, 18. ფრანსიშკუ აპელტონი, 19. მანუელ ვილელა, 20. ჟოზე მარია, 21. პედრო ბეტანკური, 22. ტომას ნორონა, 23. ნუნუ სოუსა

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. ბექა გორგაძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი აფციაური.

ევროპის ერთა თასი. II ტური
13 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო
ესპანეთი-რუმინეთი
რუსეთი-გერმანია

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. საქართველო 1 1 0 0 +52 5(1)
2. რუმინეთი 1 1 0 0 +25 5(1)
3. რუსეთი 1 1 0 0 +2 4(0)
4. ესპანეთი 1 0 0 1 -2 1(1)
5. პორტუგალია 1 0 0 1 -25 0(0)
6. გერმანია 1 0 0 1 -52 0(0).
მკითხველის კომენტარები / 1 /
Warmatebebi bijebs
Gulshematkivari
15:49 13-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული