შემოუშვით საქართველო! - Express და The Guardian "ექვს ერში" საჭირო რეფორმებზე

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის პირველობის I ტურში იტალიის ნაკრები ძალიან ახლოს იყო სენსაციასთან - სტუმრად საფრანგეთის ნაკრების დამარცხებასთან, ამ გუნდს მაინც ძალიან ბევრი ბრძოლა მოუწევს საიმისოდ, რომ ტურნირზე კვლავაც ბოლო ადგილი არ დაიკავოს. კვირას ის ინგლისის ნაკრებს მასპინძლობს.

სწორედ იტალიელთა წარუმატებელმა გამოსვლამ და საქართველოს ნაკრების პროგრესმა წარმოშვა ევროპაში ექვსი ერის პირველობის რეორგანიზაციაზე დისკუსიები. მართალია, ოფიციალურად "ექვსი ერი" ცვლილებებს არ გეგმავს, მაგრამ დასავლურ მედიაში უკვე ისეთი ფონია შექმნილი, რომლის მიხედვითაც, ცვლილება ტურნირს ჰაერივით ესაჭიროება.

იტალიის ნაკრებმა 16-ჯერ იასპარეზა ტურნირზე და 10-ჯერ ე. წ. ხის კოვზი დაიმსახურა, რომელიც მაჩანჩალა გუნდს ერგება. ამიტომაც საქართველოს ნაკრების პროგრესის ყველაზე მეტად იტალიაში ეშინიათ.

The Guardian სწორედ ამაზე წერს: "იტალიელთა წარუმატებლობა ქართველთა მოთხოვნას ლეგიტიმურს ხდის. თუმცა, რა თქმა უნდა, "ექვსი ერის" მონაწილე ქვეყნების ფანებისთვის რომში ჩასვლა სტუმრად გაცილებით კომფორტული და სასიამოვნოა, ვიდრე - თბილისში".

"გარდიანთან" ინტერვიუში იტალიის ნაკრების ყოფილი მორკინალი კარლო დელ ფავა მოულოდნელად, საქართველოს ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში მიღების მომხრე აღმოჩნდა: "მე საქართველოს "ექვს ერში" მიღების მომხრე ვარ. "ხუთ ერს" რომ არ მოეწადინებინა და ჩვენ არ მივეღეთ, ახლა იტალიური რაგბი ამ დონეზე არ იქნებოდა.

თუკი ფედერაციაში ადგილის დაკარგვის შიში აქვთ, მაშინ მათ სტრუქტურები შესაცვლელი ჰქონიათ. ეს რეფორმები კი ახლავე დასაწყებია. ასე რომ, გამოუშვით საქართველო".

იმავე თემაზე აქვს სტატია ბრიტანულ Express-საც. გამოცემა კატეგორიულია: "დროა, ევროპული რაგბი მოქმედებაზე გადავიდეს, დასახოს გეგმა ტურნირის "შვიდ ერად" გადასაქცევად და დაიწყოს თბილისთან კოორდინაცია".

ქართველები ერთა თასზე შაბათს პორტუგალიას ხვდებიან, მაგრამ მათ უპერსპექტივობა აწუხებთ. ბოლო ხუთი ერთა თასი საქართველოს ნაკრებმა მოიგო, მაგრამ რა - ისევ იმავე ტურნირში თამაშობს.

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებმა ზუსტად იმდენი თამაში მოიგო გასულ მსოფლიოს თასზე, რამდენიც ინგლისმა. და ეს ნაკრები ისევ დაკეტილი კარის წინ დგას.

მათ დაამარცხეს ტონგას ნაკრები, ხოლო ახალ ზელანდიასთან თამაშში გამოჩნდა, რომ მათი მეტოქე არც ისე უნაკლო იყო. ამ ყველაფრისთვის მათ მიიღეს მხოლოდ ორი ტესტმატჩი - კარდიფში და "მარიფილდზე".

არგენტინის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ "ლელოები" შესაძლოა, მომავალი "პუმები" გახდნენ, ისეთ პროგრესს მიაღწიონ".

გამოცემის აზრით, 7 ერი მხოლოდ ერთი კვირით გაახანგრძლივებს პირველობას, თანაც გუნდები უკვე თანაბარი რაოდენობის მატჩებს გამართავენ შინ და გარეთ.

"ვინმემ დუბლინურ ოფისში შესაძლოა, სკეპტიკურად იკითხოს, რა კომერციული მოგება უნდა მოიტანოს საქართველოს ჩართვამ ტურნირში, მაგრამ შეგახსენებთ, რომ "ლელოების" თამაშებზე ახლა 30 ათასი ადამიანი დადის და წარმოიდგინეთ, რა იქნება უელსის ან ინგლისის ნაკრების სტუმრობის შემთხვევაში", - ასკვნის გამოცემა.
Chemis azrit chveni nakrebis progresis eshiniat da ara imitom rom komerciulad momgebiani ar ariso chemis azrit saqartvelos nakrebi rom miigon 6 ershi ert or weliwadshi dzalin did progres ganicdis saqartvelos nakrebi da amis eshiniat
Goga
17:42 19-02-2016
0
ინგლისურ კომენტარებს ვკითხულობ გუარდიანზე, რა შედარებაა თითქმის ყველა იგლისელი გულშემატკივარი მოითხოვს საქართველოს მიგებას 6 ერში. ადრე პირიქით იყო მასხოვს, ყველა უარზე იყო. მალადეც ჩვენი რაგბისტები. ამ ცელს ინგლისი დაიპრეს;)მგონი სანამ ნატოში ან ევროპაში მიგვიგებენ უკვე 7 ერში ვიქნებით ჰაჰა;).
vato
17:33 17-02-2016
0
რაღა ექვსი ერი და რაღა ნატო
kaxa
14:09 16-02-2016
0
შვიდი ერი მართლაც ყველაზე მაგარი იქნება ჩვენთვის
0
Da ra moxdeba, tuki biletebzea marto saubari, sponsorebma da saxelmwifon daafinanson is 35_ 50 euro??!!!
Kosta
01:30 13-02-2016
0
არადა 7-ერი ბევრად უფრო. მიგვიგებენ აბა რას იზამენ ბოლოს სხვა გზა არ ექნებათ;)-
vato
00:49 13-02-2016
0
აქ იმაზე არაა საუბარი რო 6 ერი ჩვენ სისუსტის გამო არ გვიშვებს მათ უბრალოდ ფინანსურად არ აწყობთ რო საქართველო 6 ერში შევიდეს ჯერ საქართველოში მაყურებლეი არაა იმ ფინანსების რომ ბილეთში 35 ევრო გადაიხადოს ან მეტი ეს ერთერთი პრობლემა ასევე არის სიშორის პრობლემა ჩვენ განაპირა ევროპელები ვართ და აქ ჩამოსვლაც ზოგისთვის ეტყობა პრობლემაა მარა საბოლოოდ მთავარია ეს პროგრესი გავზარდოთ და არ დავნებდეთ და კარებს კიარა ფანჯარასაც გაგვიღებენ შემოდითო აი ნახავთ ეგ 6 ერი თუ არა შეიქმნება სავარაუდოთ სხვა ტურნირი სადაც ჩვენც ვიქნებით და წამყვანი გუნდებიც
ლევანი
23:54 12-02-2016
0
ყოყლოჩინობა ვერ მოიშალეს ამ ბრიტანელებმა, მაგათი ამბავია ესეც, ფეხბურთშიც მასე იყვნენ კაი ხანს, მაგრამ მერე იკადრეს მსოფლიოს გუნდებთან თამაში. უაზროდ ამპარტავანი ხალხია
B-52
23:49 12-02-2016
0
"7" ერის თამაშზე დინამოზე ადგილი არ იქნება პირიქით ხალხი კიბეებზე დაჯდება ისეთ ამბები იქნები, ნუ ჩვენ ჯიგარ გადამყიდველებს თუ არ ჩავთვლით :) 5000 ბილეთს რო დაითრევენ 20 ლარიანს 200 რო გაასაღებენ და 4000 ბილეთი რო დარჩებათ გაუყიდავი და გადახევენ და გადაყრიან. სხვათაშორის ფეხბურთზე ესე ხშირად მინახია, იმის მაგიერ რო ხალხს მისცენ ხევენ და ყრიან.

ნუ მოკლედ ხალხის პრობლემა ნაღდად არ იქნება, მე რასაც ვხედავ 2 პრობლემაა:
1. საქართველო შორიან მაგათგან.
2. ვაიდა მიგვიღეს, ვაიდა ჩამოვიდნენ, ვაიდა ვეთამაშოთ, ვაი გადამყიდველების ხარჯხე სტადიონს ვერ გავავსებთ. ამიტომ ონლაინ ბილეთები ოღონდ უცხოურ საიტზე, ტრაფიკის მიუხედავად რო იმუშაოს მაინც.
გიორგი
23:18 12-02-2016
0
თეთრზე ამბობენ შავიაო, არ უნდათ სიმართლის დანახვა
ამო
22:01 12-02-2016
0
6 ერის რომელიმე გუნდის ჩამოსვლის დროს გავავსებთ დინამოს სტადიონს!!!!!! გავიხსენებთ 80–ან წლებს!!!!!!
ლევანი
21:09 12-02-2016
0
არ გვიშვებენ და შევანგრიოთ!
ფილკა
19:41 12-02-2016
0
გაიხარე უცხოპლანეტელო საუკეტესო იუმორისტული კომენტარი იყო
0
გახსენი კარი იბიომატ
sacxan martla shegvishvit
19:16 12-02-2016
0
გეთანხმები, მერე მოგება ძნელი იქნება, მაგრამ რამოდენიმე ხანი დაგვჭირდება და მაგათაც მოუგებთ. თუ მაღალი დონის გუნდებს არ ვეთამაშეთ ყველაფერიც გაუფასურდება და ჩვენი დონეც დაიწევს. რუმინეთივით არ დაგვემართოს, წლების წინ გაცილებით ძლიერი იყო და ბობოლა გუნდებსაც ამარცხებდა, მაგრამ ვეღარ განვითარდა დაპირიქით დასუსტდა
ბესო72-ს
19:08 12-02-2016
0
Ar gvisveben
0
საღოლ უცხოპლანეტელი, ბევრი ვიცინე!
mamuka09ze
18:29 12-02-2016
0
ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, იტალიის და შოტლანდიის ნაკრებები თუ თბილისში ჩამოვა მაშინ დინამო არენა ვერ დაიტევს მაყურებელს. ბილეთის ფასს რაც შეეხება 50-100 ლარს არავინ შეუშინდება
მდა
17:58 12-02-2016
0
აუ რა ჯიგარი ხარ. იმენა ვგორაობ სიცილისგან.გაიხარე
ucxoplaneteli-s
17:58 12-02-2016
0
რა არის იცით , მე მგონი როგორც არის ასე ჯობია . ეხლა ქე მაინც ვიგებთ და გვიხარია , მერე კი სანატრელი გაგვიხდება მოგება .
ნეტა კი ფეხბურთშიც ასეთი წესი იყოს და ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.
ბესო72
17:50 12-02-2016
0
ექვს ერში ჩვენ არ გვიშვებენ,ნატოში ჩვენ არ გვიშვებენ,ევროკავშირში ჩვენ არ გვიშვებენ,,საცხა შეგვიშვით თქვე შობელძაღლებო
ucxoplaneteli
17:31 12-02-2016
0
დასავლურმა მედიამ რამდენიც უნდა იმდენი წეროს და იკითხოს..... ვერდიქტი კი ცოტა ხნის წინ გვამცნეს ევროპული რაგბის მამებმა....
eeeehh...
17:29 12-02-2016
0
ძალიან კარგი !
tony
17:28 12-02-2016
0
სიახლეები პოპულარული