მამუკა გორგოძის ლელო და სიმბოლური ნაკრები "ჰაინეკენის თასზე" [VIDEO]

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე პირველი წრე დასრულდა.

ყველაზე პრესტიჟულ, "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა რვა გუნდიდან ორი ლიდერია, ორიც პლეი ოფში გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს. "ემლინ ჩელენჯ კაპზე" კი ორიდან ორივე მეორე ადგილზეა.

A ჯგუფში საფრანგეთის ჩემპიონმა, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" შინ მიიღო უელსური "ოსფრიზი" და დაძაბულ ბრძოლაში 15:9 დაამარცხა.

ჩვენებურის გუნდს შედეგად რვა ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზეა. მეორე წრეში პლეი ოფში გასასვლელად კასტრელებმა ყველა მატჩი უნდა მოიგონ. ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო.

B ჯგუფს ლევან
ჩილაჩავასა
და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" ლიდერობს, რომელმაც სტუმრად დაამარცხა ინგლისური "ექსეტერი" - 14:9. ტულონელები 10 ქულით პირველ ადგილზე არიან. მათ ერთი ქულით ჩამორჩება უელსური "კარდიფი", რომელმაც ასევე შინ სძლია შოტლანდიურ "გლაზგოს" - 29:20. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

C ჯგუფში მოულოდნელად დამარცხდა ევროპული გრანდი, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი". ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ სენსაციურად წააგო ირლანდიურ "ქონოთთან" - 14:16. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ და მეტოქის დაცვას ვერაფერი დააკლეს.

სასიხარულოა, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ ტულუზელთა რიგებში საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე გამოჩნდა. ის თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. კაკოვინი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

D ჯგუფს სათავეში დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" უდგას, რომელმაც შინ დაამარცხა უელსური "ჰლანეჰლი" - 32:11. ზირაქაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია. ამავე ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა" შინ წააგო ინგლისურ "ჰარლიქვინზთან" - 8:32 და 6 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ხინჩაგიშვილი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო.

E ჯგუფში მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" სტუმრად წააგო ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზთან" - 32:41. გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა და 28-ე წუთზე ლელო გაიტანა.

ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი დამარცხდა, გორგოძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნარიაშვილი თადარიგში იყო და მოედანზე 54-ე წუთიდან გამოჩნდა.

F ჯგუფს, სადაც ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი თამაშობს, გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. სამწუხაროდ, ჩვენებურთა ორივე გუნდმა წააგო. გიორგი ჟღენტის "პერპინიანი" სტუმრად დამარცხდა ირლანდიურ "მანსტერთან" - 8:36, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" კი შინ წააგო ინგლისურ "გლოსტერთან" - 12:23.

ჰაინეკენის თასი
A ჯგუფი
კასტრი-ოსფრიზი 15:9, ნორსჰემპთონი-ლენსტერი 7:40
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 13 ქულა, 2. კასტრი - 8, 3. ნორსჰემპთონი - 5, 4. ოსფრიზი - 1.

IV ტური
ოსფრიზი-კასტრი, ლენსტერი-ნორსჰემპთონი.

B ჯგუფი
კარდიფი-გლაზგო 29:20, ექსეტერი-ტულონი 9:14.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 10 ქულა, 2. კარდიფი - 9, 3. ექსეტერი - 7, 4. გლაზგო - 5.

IV ტური
გლაზგო-კარდიფი, ტულონი-ექსეტერი

C ჯგუფი
ზებრე-სარასენზი 10:39, ტულუზი-ქონოთი 14:16
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 10 ქულა, 2. ტულუზი - 10, 3. ქონოთი - 9, 4. ზებრე - 0.

IV ტური
სარასენზი-ზებრე, ქონოთი-ტულუზი

D ჯგუფი
კლერმონი-ჰლანეჰლი 32:11, მეტრო რასინგი-ჰარლიქვინზი 8:32
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 10 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 7, 3. ჰლანეჰლი - 6, 4. მეტრო რასინგი - 6.

IV ტური
ჰლანეჰლი-კლერმონი, ჰარლექვინზი-მეტრო რასინგი

E ჯგუფი
ალსტერი-ბენეტონი 48:0, ლესტერი-მონპელიე 41:32
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 13 ქულა, 2. ლესტერი - 11, 3. მონპელიე - 5, 4. ბენეტონი - 0.

IV ტური
ბენეტონი-ალსტერი, მონპელიე-ლესტერი

F ჯგუფი
მასტერი-პერპინიანი 36:8, ედინბურგი-გლოსტერი 12:23
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 10 ქულა, 2. გლოსტერი - 8, 3. პერპინიანი - 6, 4. ედინბურგი - 4.

IV ტური
პერპინიანი-მანსტერი, გლოსტერი-ედინბურგი.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში პლეი ოფში გასვლის შანსს ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდი ინარჩუნებს. C ჯგუფში მოასპარეზე გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა" სტუმრად მოუგო რუმინეთის "ბუქარესტს" - 18:13 და 10 ქულით მეორე ადგილზეა. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

9 ქულა აქვს და ასევე მეორე ადგილზეა E ჯგუფში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე", რომელმაც სტუმრად წააგო ინგლისურ "ლონდონ აირიშთან" - 13:24. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. იმავდროულად ჩაერთო თამაშში ჟვანია.

ემლინ ჩელენჯ კაპი

A ჯგუფი
ვორსტერი-ბიარიცი 15:19, ოიონაქსი-სეილ შარქსი 16:10
სატურნირო მდგომარეობა
1. სეილ შარქსი - 10 ქულა, 2. ბიარიცი - 9, 3. ოიონაქსი - 6, 4. ვორსტერი - 3.

IV ტური
ბიარიცი-ვორსტერი, სეილ შარქსი-ოიონაქსი

B ჯგუფი
ნიუპორტი-ბორდო 40:24, მოლიანო-ბასი 8:55
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 13 ქულა, 2. ნიუპორტი - 10, 3. ბორდო - 5, 4. მოლიანო - 0.

IV ტური
ბორდო-ნიუპორტი, ბასი-მოლიანო

C ჯგუფი
ბუქარესტი-ბრივი 13:18, ნიუკასლი-კალვიზანო 37:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუკასლი - 10 ქულა, 2. ბრივი - 10, 3. ბუქარესტი - 6, 4. კალვიზანო - 2.

IV ტური
ბრივი-ბუქარესტი, კალვიზანო-ნიუკასლი

D ჯგუფი
ბაიონი-ვიადანა 63:7, გრენობლი-ვოსფსი 7:47
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 14 ქულა, 2. ბაიონი - 10, 3. გრენობლი - 5, 4. ვიადანა - 0.

IV ტური
ვიადანა-ბაიონი, ვოსფსი-გრენობლი

E ჯგუფი
პრატო-ლუზიტანოსი 40:22, ლონდონ აირიში-სტად ფრანსე 24:13
სატურნირო მდგომარეობა
1. ლონდონ აირიში - 14 ქულა, 2. სტად ფრანსე - 9, 3. პრატო - 6, 4. ლუზიტანოსი - 0.

IV ტური
ლუზიტანოსი-პრატო, სტად ფრანსე-ლონდონ აირიში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართული გუნდები რატომ არ არიან წარმოდგენილი "ემელ ჩელენჯის" თასზე?რუმინელებზე ნაკლები არიან?!ასე ვერ განვიტარდებით...
dato
11:02 10-12-2013
0

სიახლეები პოპულარული