ვიტო კოლელიშვილი: რას ვიფიქრებდი, ასე მკაცრად თუ დამსჯიდნენ

AutoSharing Option
ვიქტორ კოლელიშვილს კანადელებთან მატჩისას მომხდარი გაწევ-გამოწევა ძვირად დაუჯდა: საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "ლიონის" მესამეხაზელი ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს!

ასე რომ, სამოას ნაკრებებთან შეხვედრის გარდა, ვიტოს საფრანგეთის ჩემპიონატის ორი მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.

შეგახსენებთ, კანადის ნაკრებთან მატჩის 36-ე წუთზე ვიქტორ კოლელიშვილი ანდერვუდის წინააღმდეგ დაჯარიმდა, ამ უკანასკნელმა კი ჩვენებურისთვის სამაგიეროს გადახდა მუშტებით სცადა და...

ამას რაც მოჰყვა, თავადაც ნახავდით, ჩვენთვის ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ნოემბრის ტესტ-მატჩების ჩამთავრება "ბორჯღალოსნებს" გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე უწევთ.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ქომაგზე მეტად, ამის გამო გული თავად მორაგბეს
სწყდება:

- ნოემბრის ტესტებს მოუთმენლად ველოდი, ძალიან მინდოდა, გუნდს ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში დავხმარებოდი. უზომოდ გულდაწყვეტილი ვარ, ჩემზე მეტად არავინ განიცდის, რომ ვერ ვთამაშობ, თუმცა ვეღარაფერს შევცვლი... თავს არ ვიმართლებ, მაგრამ კანადელებმა აშკარად საჩხუბრად გამოიწიეს და ცხელ გულზე ვეღარ გავაცნობიერე, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. არ უნდა ავყოლოდი, თავი უნდა შემეკავებინა, მაგრამ ვერ მოვთოკე და ბევრიც დავკარგე... რას ვიზამთ, სამომავლოდ მეცოდინება, როგორ უნდა მოვიქცე!

- მატჩის მეორე ტაიმი როგორი საყურებელი იყო სათადარიგოთა სკამიდან?
- როგორი იქნება, როცა თამაში გინდა და მოედანს ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს ტოვებ? გაწევ-გამოწევა რაგბიში იშვიათი არ არის და რას ვიფიქრებდი, ასე მკაცრად თუ დამსჯიდნენ. იმედი მქონდა, სამოასთან მატჩში მაინც ვითამაშებდი, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მხოლოდ სანაკრებო შეხვედრების კი არა, ორი საკლუბო მატჩის გამოტოვებაც მომიწევს.

- მწვრთნელმა რა გითხრა შესვენებისას, მილტონ ჰეიგს როგორი რეაქცია აქვს ხოლმე ასეთ დროს?
- იგივე მითხრა, რასაც ასეთ დროს სხვა მწვრთნელები ეტყოდნენ შეგირდს. თავადაც ხედავდა, როგორ განვიცდიდი მომხდარს და ბევრი ლაპარაკი აღარ დასჭირვებია... უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, წვიმამაც დაასვა დაღი - გვიჭირდა სველი ბურთის ხელში შემაგრება, ზუსტი პასის გაკეთება... სამაგიეროდ, გუნდი მეორე ტაიმში ათამაშდა უკეთ, ლელოც დავდეთ და უპირატესობა თამაშის ბოლომდე შევინარჩუნეთ. მთავარი სწორედ ეს არის - დავამარცხეთ ისეთი ძლიერი ნაკრები, როგორიც კანადაა.

იხილეთ სრული ინტერვიუ

რატი შელეგია
www.kvirispalitra.ge


ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნების" მეტოქე: მებრძოლი სამოა

მილტონ ჰეიგი და "ბორჯღალოსნები" სამოასთვის ემზადებიან [PHOTO]

სამოას ნაკრების საბრძოლო რიტუალი "სივა ტაუ" [VIDEO]
"ბორჯღალოსნების" მზადება მებრძოლი სამოას დასახვედრად

საქართველო-აშშ 23:25 - USAმართლოდ წავაგეთ? [VIDEO+PHOTO]
საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩXუბი გამOსავალი არ არის როცა ტამასობ რეგბს.უნდა იტამასო და არა იცხუბო.
0
ყოველ თამაშზე ეგრეა. გორგოძეც მასე იყო დამოთოკა ნერვები ეხლა საფრანგეთის საუკეთესო 7 ნომერია
levani
10:19 22-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული