IRB-მ ვიტო კოლელიშვილი კანადასთან მატჩში ჩხუბის გამო დასაჯა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების მეორე მატჩს რუსთავის სარაგბო სტადიონზე 16 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან გამართავს.

"ბორჯღალოსნებმა" 12 ნოემბერს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე", სადაც მატჩისთვის ინტენსიურად ემზადებიან, ღია ვარჯიში გამართეს.

სამწუხაროდ, "ნეკერჩხლის ფოთლებთან" მატჩში ფეხი იტკინა გუნდის კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა, ხოლო ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა მთელი მეორე ტაიმი მოტეხილი თითით ითამაშა. ამიტომ ეს მორაგბეები აშშ-ის ნაკრებთან ვერ იასპარეზებენ.

მესამეხაზელ ვიქტორ კოლელიშვილს კი რაგბის საერთაშორისო საბჭოს სადისციპლინო კომიტეტმა ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა მათ ნაცვლად მეორეხაზელ გიორგი ნემსაძეს (ტარბი)
და გარემარბ გიორგი შკინინს (არმია) უხმო.

ვარჯიში ტრადიციული მოთელვით დაიწყო, რომელსაც მორაგბეები დიდი მონდომებით ასრულებდნენ, რადგან წინ საინტერესო, საკმაოდ ინტენსიური ვარჯიში ელოდათ. მერე ჰეიგმა გუნდი ორად გაყო. სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

15. ბექა წიკლაური, 14. თედო ზიბზიბაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. გიორგი ჩხაიძე.

ვარჯიშზე ძირითადი აქცენტი დაცვაში თამაშის დახვეწაზე გაკეთდა. მეტოქეს ბურთი მოედნის ცენტრიდან და საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან შემოჰქონდა.

ჩვენი გუნდი კი მისი იერიშის ჩაშლას ცდილობდა. მერე გუნდებმა როლები გაცვალეს. ვარჯიშმა ორ საათამდე გასტანა და მორაგბეებმა, ვფიქრობთ, მწვრთნელების მითითებები მაქსიმალურად ზედმიწევნით შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებების დაპირისპირება რუსთავის სარაგბო სტადიონზე 14 საათზე დაიწყება.

საქართველო
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი (მეტრო რასინგი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია, დავით ქუბრიაშვილი (ორივე - სტად ფრანსე), სიმონ მაისურაძე (ბაგნერე), შალვა მამუკაშვილი (არმია), რეზო ბელქანია (ლელო), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), გიორგი ჩხაიძე (ტარბი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ლაშა ხმალაძე (ლელო).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), დავით კაჭარავა (ენისეი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: გიორგი შკინინი (არმია) თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

აშშ
დერეკ ასბუნი (კეიპთაუნი), ინაკი ბასაური (ტარბი), ბლეკ ბარდეტი, ტობი ლესტანჯი, მაიკ პეტრი (სამივე - ნიუ იორკი), ტოდ კლევერი (ნტტ), ჯო კოული, კამერონ დულანი, ფილ თიელი (სამივე - ლაიფი), ჯონ კალენი, შონ პიტმანი (ორივე - სიეტლი), პიტერ დაჰლი (ბელმონტი), შონ დევისი (უგუნდო), ზაკ ფენოლიო (გლენდეილი), ერიკ ფრეი (ლონდონ სკოტიში), გრემ ჰარიმანი (მეტროპოლისი), ლუკ ჰამი (უგუნდო), სეამუს კელი (კალიფორნია), ტიტი ლამოსიტლი, კრის ვაილზი (ორივე - სარასენზი), სკოტ ლა ვილა (სტად ფრანსე), სამუ მანოა (ნორსჰემპთონი), ტიმ მაიპუნი (სან ფრანცისკო), ფოლაუ ნიუა (იგლზი), ზაკ პანგელიმანი (ოლდ მისიონი), ბლეინ სკული (ლესტერი), ადამ სიდალი (ოლდ ბლუ), ენდრიუ სუნიულა (ლონდონ ველში), ნიკ ვოლესი (ოლიმპიკ მისიონი).

ნოემბრის ტესტები
16 ნოემბერი
საქართველო-აშშ

23 ნოემბერი
საქართველო-სამოა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული