IRB ვიტო კოლელიშვილს კანადელებთან ჩხუბს არ შეარჩენს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების მეორე მატჩს რუსთავის სარაგბო სტადიონზე, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან 16 ნოემბერს გამართავს.

"ბორჯღალოსნებმა" მატჩისთვის მზადება 11 ნოემბერს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დაიწყეს. ჩვენს ეროვნულ გუნდში რამდენიმე ცვლილებაა.

მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი კანადასთან მატჩში მოედნიდან გააძევეს და მომდევნო შეხვედრას ავტომატურად გამოტოვებს. ამასთან ერთად, მის შესახებ რაგბის საერთაშორისო საბჭოს სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და გამორიცხული არ არის, გარკვეული დროით დისკვალიფიკაცია მისცენ.

"ნეკერჩხლის ფოთლებთან" მატჩში ფეხი იტკინა გუნდის კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა, ხოლო ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა მთელი მეორე ტაიმი მოტეხილი ხელის თითით ითამაშა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა მათ ნაცვლად მეორეხაზელ გიორგი ნემსაძეს (ტარბი) და გარემარბ გიორგი შკინინს (არმია) უხმო. ნაკრებში გამოძახებული იყო, ასევე, ალექსანდრე თოდუა (ალბი), მაგრამ მან საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, რომელიც გასულ უქმეებზე გაიმართა, მხარი დაიშავა.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები თბილისში 12 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოვიდა. "არწივებმა" შაბათს შინ ახალი ზელანდიის მაორები მიიღეს და 19:29 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებების დაპირისპირება რუსთავის სარაგბო სტადიონზე 14 საათზე დაიწყება.

საქართველო
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი (მეტრო რასინგი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია, დავით ქუბრიაშვილი (ორივე - სტად ფრანსე), სიმონ მაისურაძე (ბაგნერე), შალვა მამუკაშვილი (არმია), რეზო ბელქანია (ლელო), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), გიორგი ჩხაიძე (ტარბი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ლაშა ხმალაძე (ლელო),
#12-13: მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), დავით კაჭარავა (ენისეი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: გიორგი შკინინი (არმია) თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

აშშ
დერეკ ასბუნი (კეიპთაუნი), ინაკი ბასაური (ტარბი), ბლეკ ბარდეტი, ტობი ლესტანჯი, მაიკ პეტრი (სამივე - ნიუ იორკი), ტოდ კლევერი (ნტტ), ჯო კოული, კამერონ დულანი, ფილ თიელი (სამივე - ლაიფი), ჯონ კალენი, შონ პიტმანი (ორივე - სიეტლი), პიტერ დაჰლი (ბელმონტი), შონ დევისი (უგუნდო), ზაკ ფენოლიო (გლენდეილი), ეიკ ფრეი (ლონდონ სკოტიში), გრემ ჰარიმანი (მეტროპოლისი), ლუკ ჰამი (უგუნდო), სეამუს კელი (კალიფორნია), ტიტი ლამოსიტლი, კრის ვაილზი (ორივე - სარასენზი), სკოტ ლა ვილა (სტად ფრანსე), სამუ მანოა (ნორსჰემპთონი), ტიმ მაიპუნი (სან ფრანცისკო), ფოლაუ ნიუა (იგლზი), ზაკ პანგელიმანი (ოლდ მისიონი), ბლეინ სკული (ლესტერი), ადამ სიდალი (ოლდ ბლუ), ენდრიუ სუნიულა (ლონდონ ველსი), ნიკ ვოლესი (ოლიმპიკ მისიონი).

ნოემბრის ტესტები
16 ნოემბერი
საქართველო-აშშ

23 ნოემბერი
საქართველო-სამოა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული