"ბორჯღალოსნების" ჩხუბი და წაგებული პირველი ტაიმი კანადასთან [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტების პირველ მატჩს კანადის ნაკრებთან, თბილისში, ეროვნულ სტადიონზე მართავს. შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ანგარიშით 9:12 მარცხდებიან.

მატჩში ანგარიში მილტონ ჰეიგის შეგირდებმა გახსნეს - საჯარიმო დარტყმა მე-3 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა - 3:0. ორიოდე წუთში საპასუხო საჯარიმოს დარტყმის უფლება კანადელებმა მიიღეს, თუმცა ვერ გაიტანეს.

ამის შემდეგ სტუმრებმა რამდენიმეფაზიანი შეტევა განახორციელეს და საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანთან ახლოს იყვნენ, თუმცა ლელოს გატანის შანსი ვერ გამოიყენეს და მხოლოდ ჯარიმას დასჯერდნენ - 3:3.

18-ე წუთზე კანადელები ზუსტი საჯარიმოთი
ანგარიშში წინაც გავიდნენ, მანამდე კი დარტყმა მეკოს გაუცუდდა.

მომდევნო ორი საჯარიმოს დროს კვირიკაშვილს მიზანმა აღარ უმტყუნა და საქართველოს ნაკრები ანგარიშში კვლავ წინ გავიდა - 9:6.

თუმცა კანადელები კვლავ გააქტიურდნენ და 33-ეზე კვლავ ზუსტი საჯარიმოთი შეძლეს ანგარიშში სხვაობის აღმოფხვრა - 9:9.

ამის შემდეგ მოედანზე გამოსარჩევი მუშტი-კრივი იყო, რომელიც ვიტო კოლელიშვილის უხეშობას მოჰყვა. ვიტომ მეტოქე ყელში შებოჭა და გაწევ-გამოწევაც აქედან დაიწყო. საბოლოოდ მსაჯმა მოედნიდან კოლელიშვილი წითელი ბარათით გააძევა და "ბორჯღალოსნები" მოედანზე 14 კაცით დარჩნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოლო წუთზე კანადელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლებაც მიიღეს და ზუსტი დარტყმით ტაიმი თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს - 9:12.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული