კამერუნის ნაკრების წარუმატებელი სამუნდიალო კამპანიის კვალდაკვალ ეს მოსალოდნელიც იყო - გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ჰოლანდიასთან მატჩის პრესკონფერენციაზე პოლ ლე გენმა განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს.
"ამით კამერუნის ნაკრებში ჩემი მუშაობის პერიოდი დასრულებულია. ჩვენ ვტოვებთ მსოფლიოს ჩემპიონატს ნული ქულით და დიდი სინანულით, ვიცით რა, რომ კამერუნელ ხალხს იმედები გავუცრუეთ".