ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკული ტურნე სტუმრად არგენტინის ნაკრებთან მარცხით დაასრულა. 24 ივნისს, ქალაქ ჰუჰუიში გამართულ მატჩში "ბორჯღალოსნები" მასპინძლებთან ანგარიშით 45:29 დამარცხდნენ.

პირველი ტაიმი არგენტინელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა - 26:8. მასპინძლების ორ ლელო-გარდასახვას და ოთხ ზუსტ საჯარიმოს მერაბ კვირიკაშვილის საჯარიმოთი (20) და დავით კაჭარავას ეფექტური ლელოთი (39) ვუპასუხეთ.

მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო მიითვალეს. პირველ შემთხვევაში მსაჯმა ტექნიკური ლელო (52) დააფიქსირა, შემდეგ კი ლელო ჯერ სოსო მათიაშვილმა (68) გაიტანა, შემდეგ კი - შალვა მამუკაშვილმა (79). ორივე
ჯერზე გარდასახვა ზუსტად მათიაშვილმა შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, მილტონ ჰეიგის გუნდმა ივნისის სამი ტესტ-მატჩიდან ორი მოიგო და ერთი დათმო. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" მანამდე კანადისა (13:0) და აშშ-ის (21:17) ნაკრებები დაამარცხეს.
ასევე დაგაინტერესებთ