მილტონ ჰეიგი: ესაა თამაში, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის ვიცე-კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ რუმინეთთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო ტურის მატჩი რუმინეთი-საქართველო 19 მარტს, ბუქარესტში გაიმართება. დღეს კი "ბორჯღალოსნები" რუმინეთის დედაქალაქში კაპიტნის ვარჯიშს ჩაატარებენ.

- რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

მილტონ ჰეიგი:
"მოხარული ვარ რუმინეთში სტუმრობით. ესაა თამაში, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა.

რუმინეთსა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა ყოველთვის დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და კვირასაც ასე იქნება. ორივე გუნდში მრავლად არიან ახალგაზრდა მორაგბეები, თაობათა ცვლა მიმდინარეობს და ეს
თამაში მათთვის საინტერესო ტესტი იქნება.

მოუთმენლად ველით მატჩის დღეს, რომელმაც "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებული უნდა გამოავლინოს. ადრე ჩამოვედით, რათა კარგად დავისვენოთ და ხარისხიანი კაპიტნის ვარჯიში ჩავატაროთ".

გიორგი ნემსაძე:
"წინ უმნიშვნელოვანესი თამაში გველის და მაქსიმუმს გავიღებთ წარმატების მისაღწევად".

მომავალ თამაშზე რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჰოუელსმა და კაპიტანმა მიხაი მაკოვეიმაც ისაუბრეს.

Sportall.Ge

ლინ ჰოუელსი:
"საქართველოსთან მატჩი ყოველთვის გამორჩეულია და გამონაკლისი არც ახლა იქნება. საქართველომ მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა, ჩვენ კი ამ უფლებისთვის ჯერ კიდევ დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. მოწინააღმდეგე 7 წელია არ დაგვიმარცხებია და დარწმუნებული ვარ, კვირას უშეღავათო ბრძოლა და საინტერესო თამაში იქნება“.

მიხაი მაკოვეი:
"საქართველო განსაკუთრებული მეტოქეა, თუმცა ჩვენ კარგად მოვემზადეთ და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ და იმედია, ქომაგი გაწბილებული არ დარჩება. დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს აღარავინ ახსენებს, აღარ თამაშდება?!...
მსქროლავი ტროლი
11:07 19-03-2017
0
დღეს როგორც ყოველთვის ამ ბოლო 7 წლის მანძილზე ციგან მუხაკოებს დაეპუტებათ ფოთლები და მაგათი რკოთი ღორებს დავაძღებთ!
მიროსან
10:41 19-03-2017
0

სიახლეები პოპულარული