ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

რუმინეთის ნაკრების ინგლისელი მორაგბე: საქართველოს დამარცხების კარგი შანსი გვაქვს

AutoSharing Option
19 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს სტუმრობს. გამარჯვებული ჩემპიონი გახდება, ფრე კი "ბორჯღალოსნებს" აწყობს.

მატჩის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი ინგლისელი მორაგბე ჯეკ კობდენი, რომელსაც რუმინეთის ნაკრებში დებიუტი ბელგიასთან მატჩში ჰქონდა:

"ბიჭებმა მითხრეს, რომ საქართველოს ნაკრებს ფიზიკურად ძლიერი მორაგბეები ჰყავს. ვიდეოზეც რაც ვნახე, ასე ჩანს. ვიცი, რომ რუმინეთსა და საქართველოს შორის დიდი სარაგბო დაპირისპირებებია და ხშირად დაძაბული მატჩები იმართება.

იმედი მაქვს, რომ კვირას საუკეთესოდ ვითამაშებთ. ჩვენ გამარჯვება გვსურს და თუ მწვრთნელის მიერ დასახულ გეგმას მივყვებით, მოგების დიდი
შანსი გვაქვს.

საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ, ჩვენ ხომ დასაკარგავი არაფერი გვაქვს. ეს მატჩი ტიტულის ბედს წყვეტს.

ნაკრებში დებიუტით და გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, თუმცა თავიდან ცოტას ვნერვიულობდი", - განაცხადა კობდენმა.
ასევე დაგაინტერესებთ