ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

მამუკა გორგოძე: მობილიზება გვმართებს... რუსეთის ნაკრები კარგი გუნდია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა მამუკა გორგოძემ დღეს, 11 მარტს, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრეს.

12 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

- კაპიტანი გორგოძეა - რუსეთთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია
- მილტონ ჰეიგი: ახალგაზრდა მორაგბეები დაკისრებულ მოვალეობებს თავს კარგად ართმევენ

"გუნდის მოტივაციასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მე წელს პირველად მიწევს თამაში, მაგრამ ეს რაგბია და ის ისეთი
თამაშია, ყოველთვის მოტივირებული უნდა იყო, თორემ აუცილებლად წააგებ.

შეიძლება მეტოქეს 10-ჯერ მოუგო, მაგრამ მე-11 მატჩი დათმო. ვნახეთ რუსეთის თამაშები და საკმაოდ კარგი გუნდია. ამიტომ, პირველიდან ბოლო წუთამდე მობილიზება გვმართებს", - თქვა გორგოძემ.