"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთის ნაკრებთან პირველი ტაიმი წააგეს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" III ტურის შეხვედრას სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან მართავს. დაბა მედინა დელ კამპოში მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა - ანგარიშია 10:3, მასპინძელთა სასარგებლოდ.

ანგარიში ესპანელებმა მე-2 წუთზე გახსნეს. ბრედლი ლაინკდეიტერმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო გაიტანა. გათანაბრებმა მერაბ კვირიკაშვილს აქედან სამიოდე წუთში შეეძლო, თუმცა "ბორჯღალოსნების" ცენტურიონმა საპასუხო საჯარიმო ვერ გაიტანა.

"მეკომ" მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და 23-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა, რამდენიმე წუთში ესპანელთა მწვავე იერიშის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ლელო მიიღო. 27-ე წუთისთვის
ჩვენს ჩათვლის მოედანში ბურთი ილაიტია გავიდმა დაამიწა, ლაინკდეიტერმა კი გარდასახა - 10:3.

შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში შედგა იოსებ მათიაშვილისა და ბადრი ლიპარტელიანის დებიუტი.

დღესვე მესამე ტურში რუსეთის ნაკრები რუმინეთს მასპინძლობს, ხოლო გერმანია ბელგიას იღებს.

საქართველოს ნაკრები მატჩს ამ შემადგენლობით ატარებს:
მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, ალექსანდრე თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი თეთრაშვილი, შალვა მამუკაშვილი, სოსო ბეკოშვილი, გიორგი ნემსაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: ჯაბა ბრეგვაძე, თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, გიორგი ცუცქირიძე, საბა შუბითიძე, გიორგი ბეგაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ბექა წიკლაური.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული