ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნები" ისევ მე-12 ადგილზე არიან, იტალია უფრო ჩამოგვრჩა

AutoSharing Option
ორშაბათს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც გათვალისწინებულია უქმეების შედეგები. საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის I ტურში სტუმრად ბელგია 31:6 დაამარცხა, თუმცა რეიტინგში კვლავ მე-12 საფეხურზეა.

საქართველოს ნაკრებს 74,14 ქულა აქვს და მხოლოდ 0,08 ქულით ჩამორჩება მე-11 ადგილზე მყოფ იაპონიას.

აღსანიშნავია ექვსი ერის მონაწილე იტალიის რეგრესი, იტალიელებმა 10:63 წააგეს ირლანდიასთან შინ და რეიტინგში მე-13 ადგილიც დაკარგეს, ახლა მე-13-ზე ტონგაა 71,94 ქულით.

მოწინავე ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, საფრანგეთმა შოტლანდიას მე-7 ადგილი ჩამოართვა.

ტოპ-15
Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ