"ბორჯღალოსნები" ისევ მე-12 ადგილზე არიან, იტალია უფრო ჩამოგვრჩა

AutoSharing Option
ორშაბათს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც გათვალისწინებულია უქმეების შედეგები. საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის I ტურში სტუმრად ბელგია 31:6 დაამარცხა, თუმცა რეიტინგში კვლავ მე-12 საფეხურზეა.

საქართველოს ნაკრებს 74,14 ქულა აქვს და მხოლოდ 0,08 ქულით ჩამორჩება მე-11 ადგილზე მყოფ იაპონიას.

აღსანიშნავია ექვსი ერის მონაწილე იტალიის რეგრესი, იტალიელებმა 10:63 წააგეს ირლანდიასთან შინ და რეიტინგში მე-13 ადგილიც დაკარგეს, ახლა მე-13-ზე ტონგაა 71,94 ქულით.

მოწინავე ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, საფრანგეთმა შოტლანდიას მე-7 ადგილი ჩამოართვა.

ტოპ-15
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნუ გიხარიათ ხალხო სხვისი ჩამოქვეითება. ეს იმას მაგონებს 2000 წლებში შუქი რომ წავიდოდა მუხიანში ხალხი შურით სკდებოდა გლდანელებს რატომ აქვთო იმას კი არ ამბობდნენ ჩვენთან რატომ წავიდაო და გლდანშიც რომ წავიდოდა უხაროდათ მოუხდებათ მაგათ მასეო. ისეა ახლა ჩვენი ამბავი. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთOთ და იტალიას გაუმარჯოს მის გზაზე.
giorgi
13:22 16-02-2017
0
მოკლედ გერმანიასთან თუ მოვიგეთ რეიტინგი არ შეიცვლება, ფრეს შემთხვევაში 1 ქულას ვკარგავთ, წაგების (ანგარიშის სხვაობა თხუთმეტ ქულამდე) შემთხვევაში 2-ს.
რამაზ
16:43 14-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული