ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

ექვსი ერის შეფი: მოკლე ან საშუალო ვადებში ექვს ერში შემადგენლობა არ შეიცვლება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რაგბის ფანები და მედია მუდმივად განიხილავენ ექვს ერში სავარაუდო ცვლილებებს - რუმინეთისა და განსაკუთრებით, საქართველოს ნაკრების დამატების პერსპექტივას - ორგანიზაციის შეფი ჯონ ფიენი სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ცდილობს.

მისი მტკიცებით, ახლო და უფრო შორეულ მომავალშიც საქართველო და რუმინეთი ამ ტურნირს ვერ შეუერთდებიან, რადგან გავარდნა-შემოსვლის სისტემის შემოღება არ იგეგმება:

"მოკლე ან საშუალო დროის მონაკვეთში ეს არ მოხდება, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ბევრი კომენტარი ძალიან უსამართლოა იტალიის მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იტალიის ნაკრები კარგი დანამატია ტურნირისთვის. იტალიური რაგბი
მას მერე ძალიან განვითარდა, უბრალოდ, სხვა ქვეყნებმაც მოუმატეს.

შემოდგომის ტესტებზე მათ სამხრეთი აფრიკა დაამარცხეს. ასე რომ, იტალიას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება ძალუძს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, თუ როგორ უდგება საქმეს იტალიური მხარე.

ძალიან დიდი გზაა გასავლელი მანამდე, სანამ ტურნირის მოგების კანდიდატი გახდები. მაგრამ ნებისმიერ დღეს შეიძლება იტალიელებმა ნებისმიერი მეტოქე დაამარცხონ, რაც ადრეც გაუკეთებიათ, აქ ინგლისს არ ვგულისხმობთ", - განაცხადა ჯონ ფიენმა.
ასევე დაგაინტერესებთ