ქართული რაგბი

ჩემპიონატი

დიდი 10. მცირე ფინალი: ჩემპიონობისთვის ისევ "ლელო" და "ლოკომოტივი" იბრძოლებენ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის წინასწარ ფინალში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" გორის "ჯიქი" 11:3 დაამარცხა და ახლა დიდ ფინალში მოქმედ ჩემპიონს, თბილისის "ლელოს" დაუპირისპირდება.

რკინიგზელებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველ ტაიმში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ. მიუხედავად ამისა, "ლოკომოტივმა" შესვენებამდე მხოლოდ სამქულიანი უპირატესობის შექმნა შეძლო.

ანგარიში მატჩის 31-ე წუთზე გაიხსნა, როცა რკინიგზელთა ლიდერმა და მთავარმა მექულემ, ბექა წიკლაურმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო გაიტანა - 3:0. მანვე ხუთ წუთში კიდევ ერთი საჯარიმო მიითვალა, თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე "ჯიქმა", რომელმაც მეტოქის 22-მეტრიან ზონაში ერთხელაც ვერ შეაღწია,
გიორგი ხარაზიშვილის
საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 3:6. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი დიდად არ შეცვლილა. "ლოკომოტივს" მატჩის სადავეები ხელთ მყარად ეპყრა. 50-ე წუთზე კი რკინიგზელთა მორიგი იერიში გარემარბმა გიორგი შკინინმა ლელოთი დაასრულა. წიკლაურმა ვერ გარდასახა - 11:3.

"ჯიქს" მცდელობა არ დაუკლია, თუმცა დაცვაში სწორად და თავგანწირვით მოთამაშე რკინიგზელთა გუნდს ვერაფერი დააკლო. ამრიგად, "ჯიქი" ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, რაც ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

"ლოკომოტივი" კი ჩემპიონობაში "ლელოს" 15 მაისს შეეცილება. დიდი ფინალი ვაკის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება.

დიდი 10. მცირე ფინალი
ლოკომოტივი-ჯიქი 11:3
ლოკომოტივი: (15-9) ნიკოლავა, კალანდაძე, ძნელაძე, გაგოშვილი, შკინინი, წიკლაური, ხუციშვილი; (1-8) ქვათაძე, გენებაშვილი, ბურდული, გეგია, მიქაძე, გასვიანი, ბერიშვილი, მახარაძე.
ლ: შკინინი. 2ს: ბ. ბიწაძე
ჯიქი: (15-9) კიკნაძე, დევსურაშვილი (ბიწაძე 65), გაბროშვილი, ჯინჯიხაძე (ხუციშვილი 67), ხარაზიშვილი, ნინიძე, ზაბახიძე; (1-8) კაკოვინი (მამრიკიშვილი 60), ორაგველიძე, გურგენიძე, გოგილიძე, ტრაპაიძე, დიდებულიძე (ტუჩაშვილი 55), მჭედლიშვილი, შენგელია.
2ს: ხარაზიშვილი
სინბინი: გოგილიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"