სარაგბო სეზონის წინ. წარდგენა: "ყოჩები"

AutoSharing Option
სარაგბო კლუბი "ყოჩები" 1959 წელს ჩამოყალიბდა და თავდაპირველად საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (სპი) სახელით ასპარეზობდა. მოგვიანებით გუნდი ქართული რაგბის ერთ-ერთ მთავარ კოლორიტად იქცა და სახელად "ყოჩები" დაირქვა.

კლუბს თავის არსებობის ისტორიაში სამჯერ აქვს მოგებული ეროვნული ჩემპიონატი (1997, 1998, 2007 წლებში), ოთხჯერ ვერცხლის პრიზიორი გახდა (1996, 1999, 2000, 2003 წლებში) ხოლო ბრინჯაოს მედლებს 2001, 2006, 2008 და 2010 წლებში ფლობდა.

ყოჩები
2010 წლიდან კლუბში სერიოზული კრიზისი დაიწყო, რამაც დიდი სირთულეების წინაშე დააყენა გუნდი. სამი წლის განმავლობაში "ყოჩებმა" 27 წამყვანი მორაგბე დაკარგა და
გასული სეზონის პირწმინდად ჩაგდება სავსებით ლოგიკურიც იყო. მათ რეგულარული გათამაშება ბოლო, მეათე ადგილზე დაასრულეს, თუმცა ფლეი აუტში პირველი ლიგის ჩემპიონ "თი-ბი-სის" სძლიეს და უმაღლესში ადგილი შეინარჩუნეს.

უდიდესი ტრადიციების მქონე კლუბს საქართველოს XXIV სარაგბო ჩემპიონატში, სავარაუდოდ, ლიგიდან გავარდნა აღარ დაემუქრება, რადგან რაგბის კავშირის და მთავრობის დახმარებით გუნდის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა. ამასთან ერთად, კლუბის ხელმძღვანელებმა ზაფხულის პერიოდში უდიდესი სამუშაო გასწიეს, წარმატებით იმუშავეს ტრანსფერებზე, რის შემდეგაც "ყოჩები" პლეი ოფში გასვლის ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტები არიან.

შერკინება
შერკინება ძირითადად ახალგაზრდა მორაგბეებით გახლავთ დაკომპლექტებული. თუმცა, შემადგენლობაში რამდენიმე გამოცდილი მოთამაშეცაა, რომელთაც შეუძლიათ ტაქტიკურად სწორ თამაშში აიყოლიონ ახალბედა თანაგუნდელები.

პირველ ხაზში ბურჯის პოზიციაზე 37 წლის ალექსანდრე ესაკია იასპარეზებს, აქვეა "ლელოდან" დაბრუნებული ბაჩანა გოგიშვილი. მეორე ხაზში დავით ბელაშვილის და ბექა ნიკოლაიშვილის დუეტი გაირჯება, მესამე ხაზის უნარიან თამაშს კი, უკრაინის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ჯაბა მალაღურაძე, ჰართპურის კოლეჯში დაოსტატებული გიორგი ტყეშელიაძე და დავით გრძელიშვილი გაუძღვებიან.

უკანა ხაზი
ცხრა ნომრის პოზიციაზე "ბათუმიდან" დაბრუნებული გიორგი ბეგაძე ითამაშებს, რომელიც ამავდროულად საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მორაგბეა.

პოლონეთიდან მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და მგეზავად გამწესდება თემურ სოხაძე. პრობლემატურია შუამარბის პოზიცია, სამაგიეროდ ფართო არჩევანია გარემარბებში, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე პრეტენზიას ირაკლი გეგენავა, თორნიკე ხულელიძე, ლევან გოგოლაშვილი, ვახტანგ ჯაფარიძე და ლევან კობაური გამოთქვამენ.

ფულბეკის პოზიციაზე უალტერნატივოა შავლეგ მახარაშვილის კანდიდატურა.

სამწვრთნელო შტაბი
სამწვრთნელო შტაბი უაღესად გამოცდილი და მაღალ კვალიფიციურია.

მთავარი მწვრთნელი მორკინალი სანდრო ესაკია იქნება. მას უკანა ხაზის გაწვრთნაში ირაკლი გიორხელიძე დაეხმარება. კლუბის ასაკობრივ გუნდებში მუშაობს საქართველოს შვიდკაცა რაგბის სტუდენტური ნაკრების თავკაცი ზაზა ლეჟავა, ხოლო მენეჯერის ფუნქციებს ნუგზარ მალაღურაძე შეასრულებს.

Sportall.Ge
შემადგენლობა

პირველი ხაზი: ბაჩანა გოგიშვილი, გურამ გოგიძე, სანდრო ესაკია, გიორგი ირემაძე, კახაბერ მახარაშვილი, გიორგი მჭედლიძე, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ფირიაშვილი, გიორგი ქობულაძე, ლევან შენგელია, ჭაბუკა ჭიღლაძე, დავით ხიდეშელი, თემურ ჯინჭარაძე;
მეორე ხაზი: დავით ბელიაშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ერეკლე მეტრეველი, გივი რეხვიაშვილი, გია ტვილდიანი, ირაკლი ცუხიშვილი, ზურაბ ხელიძე, დავით ჯავახიშვილი;
მესამე ხაზი: ნიკო აფციაური, დავით გრძელიშვილი, ბექა გუგეშაშვილი, გაგა მაისურაძე, ჯაბა მალაღურაძე, თორნიკე პეტრიაშვილი, ბექა რეხვიაშვილი, გიორგი ტყეშელიაძე, ნიკოლოზ ჩხიკვაძე, გიორგი წიკლაური, გიორგი ხვისტანი;
#9: გიორგი ბეგაძე, ვიქტორ რეხვიაშვილი, თორნიკე ჩაკვეტაძე, გიორგი ხელაძე;
#10: გიგი გაბუნია, თემურ სოხაძე
#12-13: გიორგი აბდუშელიშვილი, რატი გარუჩავა, გიორგი მელაძე, მიშიკო რეხვიაშვილი, შოთა ქავთარაძე, მალხაზ ქუშაშვილი, გიორგი შერმადინი, ნიკა ცირეკიძე
#11-14: ირაკლი გეგენავა, ლევან გოგოლაშვილი, ლევან კობაური, გიორგი ხარშილაძე, თორნიკე ხულელიძე, რატი ხუციშვილი, ვახტანგ ჯაფარიძე
#15: ლუკა კვარაცხელია, შავლეგ მახარაშვილი

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული