საქართველოს ჩემპიონატი რაგბიში 7 სექტემბერს დაიწყება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი, რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სტარტს 7 სექტემბერს აიღებს.

უმაღლეს ლიგაში წლეულს ისევ ათი გუნდი იასპარეზებს, რომლებიც პლეი ოფის მონაწილეთა გამოსავლენად, რეგულარულ გათამაშებაში, ორ წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ჩემპიონობისთვის პლეი ოფში საუკეთესო ექვსეული იბრძოლებს. მე-5 და მე-6 ადგილებზე გასული გუნდები შესარჩევ ტურში მე-3 და მე-4 ადგილებზე გასულებს დაუპირისპირდებიან.

მათ შორის გამარჯვებული გასავარდნ ფინალში ითამაშებს. აქ უკეთესი კი შესარჩევ ფინალში წაგებულს დაუპირისპირდება, რომელშიც ურთიერთობას პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები გაარკვევენ.

შესარჩევ ფინალში გამარჯვებული პირ
დაპირ დიდ ფინალში გადის. აქ წაგებული და გასავარდნ ფინალში მოგებული კი წინასწარ ფინალში ითამაშებენ და დიდი ფინალის მეორე მონაწილეს გამოავლენენ. დაპირისპირების ყველა ეტაპზე თითო მატჩი იმ გუნდის მოედანზე გაიმართება, რომელიც რეგულარულ გათამაშებაში უკეთეს ადგილს დაიკავებს.

არ შეცვლილა უმაღლესი ლიგიდან გავარდნის სისტემაც. უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად ორი ხელმოცარული პირველი ლიგის ორ საუკეთესო გუნდს ეთამაშება.

უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსანი პირველი ლიგის გამარჯვებულს ორმატჩიან რაუნდში დაუპირისპირდება. ბოლოსწინა ადგილზე გასული უმაღლესლიგელის მეტოქე კი პირველი ლიგის მეორეადგილოსანი იქნება. გამარჯვებული აქაც ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება.

შეჯიბრების პირველი წრე ნოემბერში შეწყდება, რადგან ამ პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი ტესტ-მატჩი უნდა გამართოს აშშ-ის, კანადისა და სამოას ნაკრებებთან.

პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება და მეორე წრეც მალევე დაიწყება.

დეკემბერში გუნდები მეორე წრის სამი ტურის მატჩებს გამართავენ. ერთი სიტყვით, სარაგბო ციებ-ცხელება წლეულს საქართველოში 21 დეკემბრამდე გაგრძელდება. მერე ორთვიანი შესვენება გამოცხადდება და გათამაშება პირველ მარტს განახლდება.

საქართველოს ჩემპიონატი
I წრე

I ტური
7 სექტემბერი
ლელო-ყოჩები, არმია-აკადემია, აია-ხარები, არმაზი-ბათუმი, ჯიქები-ლოკომოტივი.

II ტური
14 სექტემბერი
ჯიქები-ყოჩები, ლოკომოტივი-არმაზი, ბათუმი-აია, ხარები-არმია, აკადემია-ლელო.

III ტური
21 სექტემბერი
ყოჩები-აკადემია, არმაზი-ჯიქები, აია-ლოკომოტივი, არმია-ბათუმი, ლელო-ხარები.

IV ტური
28 სექტემბერი
არმაზი-ყოჩები, ჯიქები-აია, ლოკომოტივი-არმია, ბათუმი-ლელო, ხარები-აკადემია.

V ტური
5 ოქტომბერი
ყოჩები-ხარები, აია-არმაზი, არმია-ჯიქები, ლელო-ლოკომოტივი, აკადემია-ბათუმი.

VI ტური
12 ოქტომბერი
აია-ყოჩები, არმაზი-არმია, ჯიქები-ლელო, ლოკომოტივი-აკადემია, ბათუმი-ხარები.

VII ტური
19 ოქტომბერი
ყოჩები-ბათუმი, არმია-აია, ლელო-არმაზი, აკადემია-ჯიქები, ხარები-ლოკომოტივი.

VIII ტური
26 ოქტომბერი
არმია-ყოჩები, აია-ლელო, არმაზი-აკადემია, ჯიქები-ხარები, ლოკომოტივი-ბათუმი.

IX ტური
30 ნოემბერი
ყოჩები-ლოკომოტივი, ლელო-არმია, აკადემია-აია, ხარები-არმაზი, ბათუმი-ჯიქები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული