დიდი 10. XIV ტური: "არმიამ" რევანში აიღო

AutoSharing Option
ქუთაისის,"ბაგრატი" საშემოდგომო ეტაპზე მოგროვებული ქულების წყალობით ზედიზედ 6 მარცხის მიუხედავად სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ასე თუ გააგრძელეს, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება.

"ბაგრატმა" ბოლოს 30 ოქტომბერს მოიგო, თანაც ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ თბილისის "ლოკომოტივთან". მას შემდეგ კი გუნდს რაღაც დაემართა, რამდენიმე შეხვედრაში ძალზედ უიმედო ანგარიშით დამარცხდა.

ბექა სხულუხიას გუნდს "არმიასთან" უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდა, თუმცა, თბილისელებს საკუთარი მიზნები ამოძრავებდათ, ისინი პლეიოფში მოხვედრას ლამობენ და რაიმეს დამთმობები რომ არ იყვნენ, საწყისი წუთებიდანვე გამოჩნდა.

პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით
29:14 დასრულდა. "არმიამ" ამჯერად სრულფასოვანი რევანში აიღო.

ბაგრატელები წინა მატჩების მსგავსად საკმაოდ ბევრს სცოდავდნენ და ბურთს ვერ ინარჩუნებდნენ, მეტოქემ ქუთაისელებს შეცდომები არ აპატია და დიმიტრი კალანდაძემ სტუმართა კონტრიერიში ლელოთი დააგვირგვინა.

ამას ბექა ურჯუკაშვილის ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმა მოჰყვა და სტუმრები 11:0 დაწინაურდნენ. ქუთაისელებმა შესვენებამდე მხოლოდ ერთი ჯარიმის გაქვითვა მოახერხებს, თავი ზვიად ოდიშარიამ გამოიჩინა.

მეორე ტაიმში არმიელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, ქუთაისელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ლაშა აზალაძემ და დავით მესხმა დაამიწეს. ჩამორჩენის მიუხედავად "ბაგრატი" დანებებას არ აპირებდა, ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს, გიორგი ფრუიძემ ფეხით კარგად გადაიკიდა ბურთი, იგი ლელოს ხაზთან კი შეაჩერეს, მაგრამ შეტევა მარცხენა ფლანგზე განაგრძო და ლევან თხელიძის ლელოთი დასრულდა.

სტუმრებმა საპასუხო ლელო მალევე გაიტანეს. მათი სწრაფი შეტვის შემდეგ ქუთაისელთა ხაზი შეცვლაზე შესულმა თარაშ დარბოევმა გაჭრა და მარცხენა ალამთან ახლოს დაამიწა - 28:8.

დიდი 10. XIV ტური
ბაგრატი-არმია 8:28
ბაგრატი (15-9) ბ.ფრუიძე, ოდიშარია (საკანდელიძე), ბ.ტორაძე (კუხიანიძე), თუთბერიძე, გ.ფუიძე, ს.კვერნაძე, გ.ლომონაძე (აბაშიძე); (1-8) ასათიანი, კობახიძე, ბალანჩივაძე (გ,ტორაძე, ჭელიძე), არჩვაძე, კიკვაძე (კენჭაძე), ცირეკიძე (ქარჩხაძე), იობიძე (გუდაძე), თხელიძე
ლ: თხელიძე. ს: ოდიშარია
არმია (15-9) გაბუნია (მახარაშვილი), კალანდაძე (დარბოევი), მერკვილიშვილი, ურჯუკაშვილი, მესხი, ჭინჭარაული, დავითაშვილი; (1-8) ხელია (ფსუტური), მეკოკიშვილი (რეხვიაშვილი), კელენჯერიძე, გიგაური, ქარუხნიშვილი, გოგლიძე (დაუშვილი), აზალაძე, სპანდერაშვილი (კალმახელიძე)
4ლ: კალანდაძე, აზალაძე, მესხი, დარბოევი. 2ს,გ: ურჯუკაშვილი
სინბინი: თხელიძე
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი.

სხვა მატჩები
ლელო-აია 28:25
ლოკომოტივი-ბათუმი 24:24
არმაზი-აკადემია 11:20
ჯიქი-ყოჩები 37:0

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 14 9 2 3 +59 45 5
2. აია 14 10 0 4 +49 44 4
3. ბათუმი 14 9 1 4 +134 43 5
5. ჯიქი 14 8 1 5 +127 43 9
4. ლოკომოტივი 14 8 2 4 +61 41 5
6. აკადემია 14 8 0 6 +23 36 4
7. არმია 14 7 0 7 -10 32 4
8. ბაგრატი 14 3 0 11 -196 18 6
9. არმაზი 14 3 0 11 -80 16 4
10. ყოჩები 14 2 0 12 -167 11 3.

XV ტური
ჯიქი-ბაგრატი
ყოჩები-ლოკომოტივი
ბათუმი-ლელო
აია-არმაზი
აკადემია-არმია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული