"უმცროსი ბორჯღალოსნების" პირველი ვარჯიში მანჩესტერში [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მანჩესტერში ჩავიდა, სადაც 7 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის პირველ მატჩში მოქმედ ჩემპიონს, ახალი ზელანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

31 მაისს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი ვარჯიში გამართეს. ჩვენი გუნდი უკვე სრული შემადგენლობითაა და მომავალი ბატალიებისთვის ემზადება.
იხილეთ ფოტოგალერეა
ფოტოები რაგბის კავშირის "ფეისბუქის" გვერდიდან
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ურთულეს ჯგუფში მოხვდა, სადაც ახალზელანდიელთა გარდა, მეტოქეები უელსისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან. შეგახსენებთ, რომ "წითელმა ურჩხულებმა" და "სამყურებმა" შარშან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში, შესაბამისად, მეექვსე და მეშვიდე ადგილები დაიკავეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ხუთჯერ
ახალი ზელანდიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოიგო, ორჯერ თასი ინგლისელებმა აღმართეს, ერთხელ კი - სამხრეთაფრიკელებმა.

საქართველოს ნაკრები, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო, მე-12 ადგილს დაიკავებს, მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც იასპარეზებს, რადგან მასპინძელი საქართველო იქნება. ამ შემთხვევაში საუკეთესო თორმეტეულს მე-11 ადგილზე გასული დატოვებს.

საქართველო
პირველი ხაზი: თორნიკე მატარაძე (აია), ნიკოლოზ ნეფარიძე (კლერმონი), ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), ლაშა საჯაია (ჯიქი), გიორგი ხურაშვილი (არმაზი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), ლაშა ტაბიძე (ბორდო)

მეორე ხაზი:
მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), დემურ ეფრემიძე (ყოჩები), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი ჯავახია (ლიონი)

მესამე ხაზი:
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), ილია სპანდერაშვილი (არმია), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), ირაკლი ცხადაძე (არმაზი)

#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), გელა აფრასიძე (ლელო)
#10: რატი შანიძე (ლელო), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია)
#12-13: გურამ ქანდაურაშვილი, გიორგი კოშაძე (ორივე - ხარები), გიორგი კვესელაძე (იუნკრები), სანდრო ილურიძე (აკადემია)
#11-14: დავით მესხი (არმია), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი)
#15: ირაკლი სვანიძე (ჯიქი), მირიან მოდებაძე (აია), სანდრო მერკვილიშვილი (არმია)

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი. A ჯგუფი
7 ივნისი
საქართველო-ახ.ზელანდია

11 ივნისი
საქართველო-უელსი

15 ივნისი
საქართველო-ირლანდია

B ჯგუფი: ავსტრალია, ინგლისი, იტალია, შოტლანდია
C ჯგუფი: არგენტინა, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთი აფრიკა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მთავარია ბიჭები არ დაკომპლექსდნენ და მგონია რომ ირლანდიის და უელსის ძლევაც კი არ იქნება ამ შემთხვევაში ფანტასტიკის სფერო. ზამთარში არგენტინასთან არასაკმარისმა გამძლეობამ გააფუჭა ყველაფერი, თორემ მათთანაც შეგვეძლო მათსავე სახლში ტოლ-სწორად თამაში მით უფრო რომ ლიდერები გვაკლდნენ
B-52
14:17 05-06-2016
0
სად ვნახავთ რეპორტაჟებს, დაწერეთ. თუ საყურებელია ამათ ვუყურებ, თორე ფეხბურთზე მეძინება. წარმატებები ბიჭებს.წინ უკეთესი მომავლისათვის.
kaxa
14:25 03-06-2016
0

სიახლეები პოპულარული