U20. არგენტინა VS საქართველო - სამხრეთამერიკული გამოცდა იწყება

AutoSharing Option
დღეს, 20 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთამერიკული ტურნეს პირველ მატჩს არგენტინის თანატოლთა ნაკრებთან (პუმიტას) გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

თამაშის TV-ტრანსლიაცია ან ინტერნეტ-სთრიმი არ იგეგმება, მის ტექსტურ "ლაივს" კი საქართველოს რაგბის კავშირის თვითერის ოფიციალური გვერდი წარმოადგენს @GeorgianRugby.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" რამდენიმე დღეა ბუენოს აირესში იმყოფებიან და შეხვედრისთვის ემზადებიან. თამაშის წინა დღეს ნაკრების მწვრთნელება სამატჩო რაზმი გამოაცხადეს:

უმცროსი ბორჯღალოსნები
უკანა ხაზი
15 ირაკლი სვანიძე, 14 ლადო მიმინოშვილი, 13 გიორგი კოშაძე, 12 გურამ ქანდაურაშვილი,
11 დავით მესხი, 10 რატი შანიძე, 9 გელა აფრასიძე.
შერკინება
1 თორნიკე მატარაძე, 2 ლაშა საჯაია, 3 ნიკა ნეფარიძე (კაპ), 4 მიხეილ ბუბუნეიშვილი, 5 დემურ ეფრემიძე, 6 გიორგი ცუცქირიძე, 7 ირაკლი ცხადაძე, 8 მიხეილ გორგასლიძე.
მარქაფა
16 გოგა ხურიშვილი, 17 უშანგი ჭეიშვილი, 18 გიორგი უშხვანი, 19 გაგა არაბული, 20 სანდრო ილურიძე, 21 ლაშა მამუჩარაშვილი, 22 დავით მოძღვრიშვილი, 23 სანდრო მერკვილიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ქართული რაგბის ისტორიაში წელს პირველად იასპარეზებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები იქნება წარმოდგენილი. ტურნირი 5-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება. სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში კი, ქართველი 20-წლამდელები არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებს ამხანაგურად ორ-ორჯერ გაეჯიბრებიან.

მატჩების განრიგი
არგენტინა-საქართველო
20 თებერვალი, ბუენოს აირესი - 17:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 24:00 სთ)
24 თებერვალი, ბუენოს აირესი - 15:30 სთ ადგ. დროით (22:30)

ურუგვაი-საქართველო
28 თებერვალი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ)
4 მარტი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
უფალმა დაგლოცოტ ბიჯებო, გაიხარეტ!!!!!
patrioti
23:34 20-02-2016
0
"ქუთაისელი" გეთანხმები. დიდი განსხვავებაა დროში და ვფიქრობ გაუჭირდებათ ბიჭებს. ჯერ ურუგვაისთან უნდა ეთამაშათ და მერე არგენტინასთან! წარმატებები!!!!!!!
Gogia
12:18 20-02-2016
0
რამდენი ხანია რაც იქ არიან? მოასწრეს აკლიმატიზაცია? საზღვარგარეთ როცა ვარ, 1 კვირა ჩვენი დროით მეღვიძება, ღამის 12-ზე თამაში არაა ადვილი.. მაგრამ მე მჯერა ჩვენი ბიჭების!
ქუთაისელი
11:27 20-02-2016
0
სიახლეები პოპულარული