უმცროსი "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ისე ემზადებიან, როგორც ომისთვის

AutoSharing Option
2016 წლის ივნისში უმცროსი "ბორჯღალოსნები" ინგლისის ქალაქ მანჩესტერისკენ გაეშურებიან, სადაც 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება - შეჯიბრება, რომელშიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს 20-წლამდელთა რაგბის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება სპეციალური ოპერაციების ძალებში საწყისი საბრძოლო მომზადების გავლით დაიწყო. ახალგაზრდა მორაგბეებმა სამდღიანი მენტალური გამძლეობის კურსი სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში, მუხროვანის ბაზაზე გაიარეს.

სწავლებაში სხვადასხვა სარაგბო კლუბის 46 ახალგაზრდა მოთამაშე იყო ჩართული. ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამძლეობის წვრთნებს სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ. სწავლების განმავლობაში დავალებებთან ერთად ამინდიც რთულდებოდა.

Sportall.Ge

"აქ
იყვნენ ორი სხვადასხვა თაობის მორაგბეები, რომლებსაც ერთად არ უთამაშიათ და მსგავს გარემოში არასდროს მოხვედრილან. გუნდი კარგად შეიკრა და ყველა მიხვდა, რომ, თუ აქ ერთმანეთისთვის არ იმუშავებენ, საერთო საქმე არ აეწყობა. ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს რაგბის მოედანზეც - არც ერთი მოთამაშე არ არის გუნდზე მნიშვნელოვანი.

ეს შეკრება და ამ სახის წვრთნა კარგად გააზრების შანსს გაძლევს, რომ დაღლილობის ზღვარი არ არსებობს. ეს ორი რამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაგბის მოედანზე და განსაკუთრებით, იმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, სადაც ჩვენ მივემგზავრებით", - განაცხადა 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდა მორაგბეებმა საკაცეებითა და ტყვია-წამლით სავსე ყუთებით შვიდი და თორმეტკილომეტრიანი მარში განახორციელეს. კომპლექსურ ვარჯიშებთან ერთად მორაგბეებს წინაღობათა ბილიკის გადალახვა, მორების და ტომრების თავზევით გადაკიდება, 15-კგ-იანი ტომრების სროლა, წყლით სავსე 200-ლიტრიანი ტევადობის კასრებისა და საბურავების გორაობა მოუხდათ.

Sportall.Ge

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ვარჯიშების გარდა, მოთამაშეებმა პირველადი სამედიცინო დახმარების მცირე კურსი გაიარეს და ავტომატური შაშხანის, "აკ-74"-ის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნენ. ღამის განმავლობაში მორაგბეებს მოულოდნელად მოუხდათ განგაშით ადგომა და აღჭურვილობით მოწყობა.

მენტალური გამძლეობის კურსი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის შეიარაღებულ ძალებში უკვე მეორედ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში უელსის, ირლანდიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან ითამაშებს.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი: ახალი ზელანდია, უელსი, ირლანდია, საქართველო
B ჯგუფი: შოტლანდია, იტალია, ინგლისი, ავსტრალია
C ჯგუფი: საფრანგეთი, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა, იაპონია

7 ივნისი
საქართველო-ახალი ზელანდია

11 ივნისი
საქართველო-უელსი

15 ივნისი
საქართველო-ირლანდია

მომზადებულია რაგბის კავშირის პრესსამსახურის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდით ბიჭებო ხომ დააგდეს ტონგა ბეჭებზე ბარეორს მოუწევს ტონგას ბედის განმეორება
misha
13:03 05-11-2015
0
მიდით ძმებო,ღმერთმა დაგლოცოთ და ხელი მოგიმართოთ. იმედია რომელიმე ტელევიზია გვაჩვენებს თამაშებს...
0

სიახლეები პოპულარული