U20. საქართველო VS ფიჯი - აბა, ვინაა პირველი?!

AutoSharing Option
დღეს, 16 მაისს, ლისაბონში, ჟამორის სტადიონზე, "მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის" მეორე ტურის მატჩში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება და მისი ყურება სთრიმის მეშვეობით შესაძლებელია ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში პირველი მატჩები საქართველომაც და ფიჯიმაც ბონუს ქულებით მოიგეს. ფიჯიმ მასპინძელ პორტუგალიას ანგარიშით 34:19 სძლია და მასაც 5 ქულა აქვს, თუმცა უკეთესი სხვაობის წყალობით, პირველ ადგილზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებია.

ურუგვაის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, სადისციპლინო კომისიამ ჩვენი 20-წლამდელების კაპიტანს ბადრი ალხაზიშვილს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია
მისცა, ხოლო გარემარბ იოსებ კიკვაძეს, სამწუხაროდ, თამაში ტურნირის ბოლომდე ეკრძალება.

ამავე მატჩში დაშავდნენ სათადარიგო კვაჭი ლაშა საჯაია და შუამარბი გიორგი კოშაძე. ტრავმები მძიმე არ არის, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, სამწვრთნელო შტაბმა ამჯობინა შინიდან ჯანმრთელ შემცვლელთა - გიორგი თედორაძისა და სანდრო ილურიძის გამოძახება.

სამატჩო რაზმი
უკანა ხაზი [ბექები]
15 ირაკლი სვანიძე ჯიქი
14 ანზორ სიჭინავა აკადემია
13 ბადრი ლიპარტელიანი არმაზი
12 სანდრო ილურიძე აკადემია
11 დავით გულიტაშვილი ხარები
10 რეზი ჯინჭველაშვილი აია
9 ვასილ ლობჟანიძე არმაზი

შერკინება [ფორვარდები]
1 ნიკა ნეფარიძე ლოკომოტივი
2 გიორგი თედორაძე თიბიეს
3 გიორგი მელიქიძე ხარები
4 ოთარ გიორგაძე აია
5 მიხეილ ბაბუნაშვილი ტარბ [სფრ]
6 თორნიკე ბუბუტეიშვილი ლელო
7 დავით პაპავაძე ჯიქი
8 ბექა გორგაძე (კაპ) მონ დე მარსან [სფრ]

მარქაფა [სათადარიგოები]
22 გიორგი ბაბუნაშვილი  აია
21 თემურ თუთბერიძე  აია
20 გიორგი კვესელაძე იუნკერები
16 ბექა კაკაბაძე კლერმონ [სფრ]
17 ნიკა სვიმონიშვილი ლელო სარასენს
18 როლანდ კვაჭაძე ორიაკ [სფრ]
19 გიორგი ცუცქირიძე ბრივ [სფრ]

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე.

ასევე იხილეთ:
U20. საქართველო-ურუგვაი 46:12 - რვა ლელო, ჩხუბი და ერთი წითელი [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოვიგეეეეეეეთ
badri
21:39 16-05-2015
0
წარმატებები ბიჭებო
gogi
12:35 16-05-2015
0

სიახლეები პოპულარული