ქართული რაგბი

ასაკობრივი ნაკრებები

U20. მ/ჩ: საქართველო საფრანგეთთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან მსოფლიო რაგბის 20-წლამლდელთა ჩემპიონატის მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებიან.

ფრანგებმა პირველი ლელო მატჩის მე-3 წუთზე დაგვიდეს, ლელოს ავტორი ბაპტისტ კუიუ გახდა. მე-5 წუთზე კი ამჯერად ლელოს დამიწება იუგო ბონიფასმა შეძლო. ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა მატიო ჟალიბერმა.

სამწუხაროდ მე-12 წუთზე პიტო მაუვაკამ დადო ლელო და გარდასახვაც თავადვე შეარულა. ანგარიში ფრანგების სასრგებლოდ 21:0 გახდა.

"უმცროს ბორჯღალოსნებს" ლელოს დადების რამდენიმე მცდლეობა ჰქონდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს.

28-ე წუთზე ჟალიბერმა დადო ლელო და გარდასახვის გატანაც არ გასჭირვებია - 28:0.