U20. მ/ჩ: შოტლანდიამ მეორე ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
8 ივნისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

ქუთაისში B ჯგუფში შოტლანდია იტალიას შეხვდა და ანგარიშით 17:16 დაამარცხა. შოტლანდიელებმა მეტოქეს სამი ლელო დაუდეს. გამოირჩნენ რობი ნერნი, ქრეიგ ფილპოთი და თომას დოდი. ქონორ ისთგეითმა კი ერთი გარდასახვა გაიტანა.

იტალიელთა მხირდან ლელოე მარკო ძანონმა დადო. ანტონიო რიციმ სამი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა.

B ჯგუფი შოტლანდიამ მეორე ადგილზე დაასრულა.

1. ახალი ზელანდია 2 2 0 0 110:46 10
2. შოტლანდია 3 2 0 1 69:86 9
3. იტალია 3 1 0 2 64:106 6
4. ირლანდია 2 0 0 2 49:54 2

A ჯგუფში თბილისში, "ავჭალაში" უელსმა სამოა ანგარიშით 54:20 გაანადგურა. უელსიდან 3
ლელო ანგარიშზე შეინ ლუის-ჰიუზმა ჩაიწერა. თითო-თითო ლელო ჯარედ როსერმა, ალედ ვორდმა, ოუენ ჰიუზმა, დეინ ბლექერმა, ვილიამ გრიფითსმა და ჯოზეფ გუდჩაილდმა დადეს. ჯონ ფილ ჯოუნსმა ოთხი გარდასახვა გაიტანა, ხოლო არველ რობსონმა - სამი გარდასახვა.

სამოადან ლელო ალექს პოლა-მარიმ და სეტუ ენოკამ დაამიწეს. რიკი ენემ ორი ჯარიმა და ორი გარდასახვა გაიტანა.

1. ინგლისი 2 2 0 0 108:39 10
2. ავსტრალია 2 2 0 0 57:43 9
3. უელსი 3 1 0 2 93:78 6
4. სამოა 3 0 0 3 63:161 1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული