ქართული რაგბი

ასაკობრივი ნაკრებები

ილია მაისურაძე: ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა, ამ თამაშმა საფიქრალი გაგვიჩინა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩის შემდეგ წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

4 ივნისს, ავჭალაში გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, C ჯგუფის მეორე შეხვედრაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ანგარიშით 14:38 დამარცხდნენ.

- U20. საქართველო-სამხრეთ აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]
- ავჭალაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე შუქი ჩაქრა [VIDEO]

"ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ თამაშის ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა.

ვიცოდით, რომ მეტოქეს ფიზიკურად ჩვენზე დიდი მორაგბეები ჰყავდა და მძიმე თამაში გველოდა, აფრიკელები შიდა ჩემპიონატში ძალიან მაღალ დონეზე
თამაშობენ. ისინი ცდილობდნენ, ფიზიკურად დავეჯაბნეთ და მერე გაეშალათ თამაში. თავიდან მათ ამ ტაქტიკას გავუმკლავდით, მაგრამ პირველ ტაიმში 4-5 წუთი მოვდუნდით და ეს მოწინააღმდეგემ არ გვაპატია.

უნდა გვეცადა თამაშის დახურვა, მაგრამ ზოგიერთ ეპიზოდში ლაღი თამაში ვარჩიეთ და საკმარისი ტემპი არ გვქონდა, მეტოქე შეგვევიწროებინა.

დღევანდელმა თამაშმა საფიქრალი გაგვიჩინა. თუმცა ეს ფურცელი მალე უნდა გადავშალოთ და მომდევნო თამაშებისთვის მოვემზადოთ", - განაცხადა მაისურაძემ.