ქართული რაგბი

ასაკობრივი ნაკრებები

U20. მ/ჩ: ინგლისის ნაკრებმა უელსი დაამარცხა

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ მატჩში ერთმანეთს ინგლისისა და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩში ინგლისელებმა იმარჯვეს 34:22.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს მოედნის განათება რამდენიმე წუთით გამოირთო და მატჩი შეწყდა, თუმცა მოგვიანებით პრობლემა აღმოიფხვრა და მატჩიც განახლდა.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში დღეს ამ მატჩამდე კიდევ ერთი დაპირისპირება გაიმართა, ავსტრალიის ნაკრებმა სამოა დაამარცხა - 33:26.