ქართული რაგბი

ასაკობრივი ნაკრებები

U20. მ/ჩ: ორი ქართული ლელო - საქართველო არგენტინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
31 მაისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩ გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები არგენტინას შეხვდა.

თბილისში "ავჭალაზე" გამართული შეხვედრა საქართველოს ნაკრების მარცხით ანგარიშით 26:37 დასრულდა.

მატჩი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. მე-5 წუთზე გელა აფრასიძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 3:0.

თუმცა ორ წუთში არგენტინა დაწინაურდა. ლელოს ავტორი მარკოს კრემერი გხადა. მე-11 წუთზე არგენტინამ კიდევ ერთი ლელო დადო, თუმცა მსაჯმა ის გააუქმა არგენტინელის მიერ მეტოქე მორაგბის ბლოკირების გამო. ამის მიუხედავად მეტოქემ მაინც შეძლო ლელოს დამიწება, ამჯერად ეს ლუჩანო გონსალეს-რიძონიმ
შეძლო.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელებმა ვერც ერთი გარდასახვა გაიტანეს.

მე-18 წუთზე კი გელა აფრასიძემ 58 მეტრიდან ჯარიმა დაარტყა და საქართველოს კიდევ 3 ქულა მოუტანა - 6:10.

- გელა აფრასიძის საოცარი საჯარიმო დარტყმა 58 მეტრიდან [VIDEO]

25-ე წუთზე სანტიაგო რუის მიითვალა ლელო, ხოლო ტომას ალბორნოს გარდასხვა გაიტანა და არგენტინამ სხვაობა გაზარდა - 17:6.

35-ე წუთზე გელა აფრასიძემ შორეული დარტყმით კვლავ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 9:17 გახადა.

38-ე წუთზე აფრასიძემ რიგით მეოთხე ჯარიმა შეასრულა და ამჯერად სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა - 12:17.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე არგენტინელებმა ორი ჯარიმის გატანა შეძლეს და ანგარიში 23:12 გახადეს.

"უმცროს ბორჯღალოსნებს" ლელოს დადების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ქართველების მცდელობები არ გამართლდა, თუმცა აღსანიშნავია არგენტინელების დაცვაც, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იყო.

62-ე წუთზე მატია სოსამ ლელო დადო არგენტინას 5 ქულა დაუმატა, გარდასახვა მეტოქემ ზუსტად გაიტანა და ანგარიში 12:30 გახდა.

66-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირის პირველ შეხვედრაში პირველი ქართული ლელო დადეს. ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა. გელა აფრასაიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 19:30 გახდა.

თუმცა 68-ე წუთზე არგენტინამ ისევ გაგვიჭრა ხაზი და მორიგი ლელო დადო 19:37. ლელოს ავტორი ვაუტისტა სტავილე-ვრავინი გახდა.

72-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა არგენტინას მეორე ლელო დაუდო. ლელოს დამიწება უჩა ჭეიშვილმა შეძლო, ხოლო გიორგი გოგოლაძემ გარდასახვა გაიტანა და ანგარიში 26:37 გახდა.

- U20. საქართველოს ნაკრების ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]

ჯგუფში ამ დროისთვის შემდეგი მდგომარეობაა:

C ჯგუფში თ მ ფ წ +- ქ
არგენტინა 1 1 0 0 37:26 5
სამხრეთ აფრიკა 1 0 1 0 23:23 2
საფრანგეთი 1 0 1 0 23:23 2
საქართველო 1 0 0 1 26:37

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 ივნისს სამხრეთ აფრიკასთან 18:00 საათზე გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ